Catalog

Record Details

Catalog Search



ირაკლი ციციშვილი : ფოტოპორტრეტი Cover Image Picture Picture

ირაკლი ციციშვილი : ფოტოპორტრეტი

Summary:

ირაკლი ციციშვილი (1918-2001) - არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1941 წელს. 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მდინარე დნეპრის გადალახვისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის(მოწინააღმდეგის განუწყვეტელი საავიაციო და საარტილერიო თავდასხმის პირობებში მისი ხელმძღვანელობით 4 დღე-ღამეში 360 მეტრიანი სიგრძის ხიდი აიგო), მიენიჭა სსრ კავშირის გმირის წოდება(1943); 1945 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე(1956 წლიდან ამ კათედრის გამგეა), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ ინსტიტუტში; 1970-1978წწ. იყო საქართველოს სახმშენის თავმჯდომარე; 1978 წლიდან საქართველოს კულტურისა და ბუნების, ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო–საწარმოო სამმართველოს უფროსია. აზომა და მეცნიერულად შეისწავლა ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 25 მონოგრაფია: "ქართული არქიტექტურის საწყისები", "უჯარმა", "თბილისი - არქიტექტურული ძეგლები", "საქართველო კულტურის ძეგლების დაცვა", ქართული ხელოვნების ისტორია", "ქართული არქიტექტურის ძეგლები" და სხვ.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall ი-196 900001651554 Stacks Available -

Electronic resources



Additional Resources