Catalog

Record Details

Catalog Search



იოსებ გრიშაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, სანდრო შანშიაშვილი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზში : ჯგუფური ფოტო. Cover Image Book Book

იოსებ გრიშაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, სანდრო შანშიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზში : ჯგუფური ფოტო.

Summary:

იოსებ გრიშაშვილი (1889-1965) - ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
კონსტანტინე მაყაშვილი - (1876-1927) — ქართველი პოეტი, მარო მაყაშვილის მამა. ცხრა წლის ასაკში დაწერა პირველი ლექსი. ათი წლის კოტე ბიძამ თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მიაბარა, რომლის მეორე კლასის დამთავრების შემდეგ კოტე თბილისის მეორე კლასიკური გიმნაზიის მესამე კლასში გადაიყვანეს. 1895 წელს გიმნაზია დაამთავრა და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე შევიდა, მაგრამ სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1900 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ქართულ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად. კ. მაყაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში: გაზეთებში - "ივერია", "სახალხო გაზეთი", "ისარი", "საქართველო", "ლომისი", "თემი" და სხვა. ჟურნალებში - "საქართველო", "ფასკუნჯი", "პრომეთე", "ლომისი". 1914 წელს გამოვიდა პოეტის ლექსების პირველი და ერთადერთი კრებული "ლირიკა". 1918 წელს მისი თავმჯდომარეობით დაარსდა ხელოვანთა ცენტრი. 1921 წელს იგი აირჩიეს ხელოვანთა კულტურული კომიტეტისა და ხელოვანთა სასახლის თავმჯდომარედ. იგი იყო ინიციატორი სათავადაზნაურო დაწესებულებასთან იმ განსაკუთრებული ფონდის დაარსებისა, რომელიც დახმარებას უწევდა ყველა ხელმოკლე, ნიჭიერ ახალგაზრდას. იგი იყო აგრეთვე ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებისა და ქართული ფილარმონიული საზოგადოებისა, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისა, ქართული დრამატული საზოგადოებისა, 20-იანი წლების დასაწყისში იყო "აკადემიური მწერლობის" კავშირის აქტიური წევრი. საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი, კავშირის ჩამოყალიბებისთანავე აირჩიეს პირველ თავმჯდომარედ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
სანდრო შანშიაშვილი (1888-1979) - ქართველი მწერალი, დრამატურგი.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Shota Rustaveli Central Reading Hall (RD I) მ. მაყაშვილის დარბაზი-10 900001264866 Stacks Available -

Electronic resources



Additional Resources