Catalog

Record Details

Catalog Search



ვარლამ თოფურია : ფოტოპორტრეტი Cover Image Picture Picture

ვარლამ თოფურია : ფოტოპორტრეტი

Summary:

ვარლამ თოფურია (1901-1966) - ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო განხრით 1922 წელს. 1923 წლიდან დაიწყო მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობა. კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1933-1938წწ. განაგებდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას, 1935-1936წწ. თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ქართული ენის კათედრის გამგეა, ხოლო 1950-1952წწ. გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას ხელმძღვანელობდა. 1933-1936წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის თანამშრომელი, 1936-1941წწ. ხელმძღვანელობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებას, ხოლო 1941-1943წწ. იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1943-1949წწ. სათავეში ედგა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენის ინსტიტუტს, ხოლო 1941-1960წწ. ამავე ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებას. 1945 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ხელმძღვანელობდა ახალი ქართული ენის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი რესპუბლიკური კომისიის მუშაობაში და მეცნიერული ტერმინოლოგიის შექმნაში. დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის მორფოლოგიის, დიალექტოლოგიის საკითხებს. 150-ზე მეტი შრომის ავტორია. დიდი ღვაწლი მიუძღვის "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" და "ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის" შექმნაში.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall ი-220 900001651578 Stacks Available -

Electronic resources


Summary: ვარლამ თოფურია (1901-1966) - ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო განხრით 1922 წელს. 1923 წლიდან დაიწყო მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობა. კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1933-1938წწ. განაგებდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას, 1935-1936წწ. თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ქართული ენის კათედრის გამგეა, ხოლო 1950-1952წწ. გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას ხელმძღვანელობდა. 1933-1936წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის თანამშრომელი, 1936-1941წწ. ხელმძღვანელობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებას, ხოლო 1941-1943წწ. იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1943-1949წწ. სათავეში ედგა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენის ინსტიტუტს, ხოლო 1941-1960წწ. ამავე ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებას. 1945 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ხელმძღვანელობდა ახალი ქართული ენის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი რესპუბლიკური კომისიის მუშაობაში და მეცნიერული ტერმინოლოგიის შექმნაში. დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის მორფოლოგიის, დიალექტოლოგიის საკითხებს. 150-ზე მეტი შრომის ავტორია. დიდი ღვაწლი მიუძღვის "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" და "ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის" შექმნაში.

Additional Resources