ალექსანდრე ბარამიძე : ფოტოპორტრეტი
ალექსანდრე ბარამიძე (1902-1994) - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება 1925 წელს. 1962-1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1966 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო 1925 წლიდან. მისი კვლევის ობიექტი იყო უპირატესად XI-XVIII საუკუნეების ქართული საერო მწერლობა. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა შოთა რუსთაველს, ჩახრუხაძეს, შავთელს, თეიმურაზ I-ს, სულხან-საბა ორბელიანს, დავით გურამიშვილს, ბესიკსა და სხვებს. ერთ-ერთმა პირველმა გაარკვია "ამირანდარეჯანიანის" ორიგინალურობის საკითხი, "რუსუდანიანის" ლიტერატურული წყაროები. იკვლევდა ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. წვლილი მიუძღვის "ვისრამიანის" ქართული თარგმანისა და "შაშ–ნამეს" ქართული ვერსიების თავისებურებათა გარკვევაში. დაწერილი აქვს ფუნდამენტური ნაშრომი "ქილილა და დამანას" ქართული ვერსიების შესახებ. მონოგრაფიული სისრულით გამოირჩევა მისი ნაშრომი "შოთა რუსთაველი და მისი პოემა" (1966). აკადემიკოს კ. კეკელიძესთან ერთად ავტორია ძველი ქართული მწერლობის ისტორიის სრული კურსისა.
Record details
- Physical Description: 17 x 23 სმ.
Search for related items by subject
Available copies
- 1 of 1 copy available at United Catalog.
Holds
- 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location | Call Number / Copy Notes | Barcode | Shelving Location | Status | Due Date |
---|---|---|---|---|---|
Grigol Tsereteli Reading Hall | ი-225 | 900001651583 | Stacks | Available | - |
Electronic resources
LDR | 00620ckm a2200205Ka 4500 | ||
---|---|---|---|
001 | 159070 | ||
003 | GUL | ||
005 | 20240613055803.0 | ||
245 | 1 | 0. | ‡aალექსანდრე ბარამიძე : ფოტოპორტრეტი |
856 | 4 | 0. | ‡uhttps://ebooks.tsu.ge/free/photo#b ‡yელექტრონული ვერსია |
300 | . | ‡a17 x 23 სმ. | |
337 | . | ‡aფოტო | |
340 | . | ‡aფოტო ქაღალდი ‡b18 x 24 სმ. ‡hცენტრში ‡kცალმხრივი | |
520 | 3 | . | ‡aალექსანდრე ბარამიძე (1902-1994) - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება 1925 წელს. 1962-1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1966 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო 1925 წლიდან. მისი კვლევის ობიექტი იყო უპირატესად XI-XVIII საუკუნეების ქართული საერო მწერლობა. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა შოთა რუსთაველს, ჩახრუხაძეს, შავთელს, თეიმურაზ I-ს, სულხან-საბა ორბელიანს, დავით გურამიშვილს, ბესიკსა და სხვებს. ერთ-ერთმა პირველმა გაარკვია "ამირანდარეჯანიანის" ორიგინალურობის საკითხი, "რუსუდანიანის" ლიტერატურული წყაროები. იკვლევდა ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. წვლილი მიუძღვის "ვისრამიანის" ქართული თარგმანისა და "შაშ–ნამეს" ქართული ვერსიების თავისებურებათა გარკვევაში. დაწერილი აქვს ფუნდამენტური ნაშრომი "ქილილა და დამანას" ქართული ვერსიების შესახებ. მონოგრაფიული სისრულით გამოირჩევა მისი ნაშრომი "შოთა რუსთაველი და მისი პოემა" (1966). აკადემიკოს კ. კეკელიძესთან ერთად ავტორია ძველი ქართული მწერლობის ისტორიის სრული კურსისა. |
600 | 1 | 4. | ‡aბარამიძე, ალექსანდრე |
610 | 2 | 4. | ‡aთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. |
610 | 2 | 4. | ‡aსაქართველოს მეცნიერებათა აკადემია ‡bშოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. |
650 | 1 | 4. | ‡aქართველი მეცნიერები ‡xლიტერატურათმცოდნეობა. |
650 | 1 | 4. | ‡aსაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები. |
856 | 4 | 0. | ‡uhttp://digitallibrary.tsu.ge/img/aleqsandre_baramidse.jpg ‡yფოტო |
901 | . | ‡a159070 ‡b ‡c159070 ‡tbiblio |