Catalog

Record Details

Catalog Search



ბენედიქტე (ბენო) ბალავაძე : ფოტოპორტრეტი Cover Image Picture Picture

ბენედიქტე (ბენო) ბალავაძე : ფოტოპორტრეტი

Summary:

ბენედიქტე (ბენო) ბალავაძე (1909-2010) —გეოფიზიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი(1974). ფიზიკა-მატემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962). 1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1931-1932 მუშაობდა საქართველოს მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში, თბილისის გეოფიზიკის ობსერვატორიაში (მონაწილეობდა სსრკ გენერალურ მაგნიტურ აგეგმვაში). 1933-იდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში. 1951-1953, 1972-1987 იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1987-იდან ინსტიტუტის დირექციის მრჩეველია. 1968-1976 იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძიების გეოფიზიკის მეთოდების კათედრის გამგე, 1976-1989 - გეოფიზიკის კათედრის გამგე. ბალავაძის შრომები ეხება დედამიწის ქერქის აგებულებისა და სასარგებლო წიაღისეულის გრავიმეტრიული შესწავლის მეთოდების დამუშავებას, სიმძიმის ძალის პირდაპირი და შებრუნებული ამოცანების ამოხსნას, კავკასიის ტერიტორიისა და მიმდებარე ზღვების აკვატორიების გრავიტაციული ველის გამოკვლევას. ამ რეგიონის დედამიწის ქერქის და ზედა მანტიის აგებულებისა და ფიზიკური თვისებების, დედამიწის ქერქის მიმოქცევითი დეფორმაციებისა და დინამიკის შესწავლას. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით და მედლებით. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია (1994).

Available copies

  • 2 of 2 copies available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 2 total copies.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
United Catalog 2-520581 900000990069 Stacks Available -
Grigol Tsereteli Reading Hall ი-244 900001651602 Stacks Available -

Electronic resources



Additional Resources