ელისაბედ ჩერქეზიშვილი: ფოტოპორტრეტი
ელისაბედ ჩერქეზიშვილი (1863-1948) - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. საზოგადო მოღვაწისა და ეთნოგრაფის ნიკოლოზ ხიზანაშვილის (ურბნელი) მეუღლე. 9 წლის გოგონა მიაბარეს გორის კერძო სასწავლებელში. მამის ახირების გამო 6 თვის შემდეგ მიატოვებინეს სკოლა და 16 წლამდე შინაური განათლების მისაღებად დაჰყავდათ სოფელ-სოფელ ოჯახის ნათესავებთან. იმავე ხანებში მონაწილეობდა პირველ სამოყვარულო წარმოდგენებში, ხოლო პროფესიულ სცენაზე ე. ჩერქეზიშვილის დებიუტი გაიმართა 1886 წლის 15 სექტემბერს ვ. დიაჩენკოს პიესაში „ეხლანდელი სიყვარული“. თეატრში შესრულებული როლებია: სარა და ხანუმა (აქვსენტი ცაგარელის „ხანუმა“), ელისაბედი (რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“), კატინა (აქვსენტი ცაგარელის „რაც გინახავს, ვერარ ნახავ“), ანა ანდრეევნა (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“) და სხვა. 20-იან წლებში მსახიობმა მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში, ხოლო 1932 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი იყო. აქ შექმნა მან ასევე დაუვიწყარი სახეები: ნენე (ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), ხორეშანი (შალვა დადიანის „ჩატეხილი ხიდი“), მაკრინე (ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“), მარიამი (ვასილი შკვარკინის „უბრალო გოგონა“) და სხვები. ელისაბედ ჩერქეზიშვილს საინტერესო როლები აქვს შესრულებული კინოშიც. მაგალითად, დასამახსოვრებელია მისი ჯუფანა („ვინ არის დამნაშავე?“), ხანუმა („ხანუმა“), დედა („ორი მონადირე“), აგრეთვე ეპიზოდური როლები „ჯანყი გურიაში“, „ქალი გაღმიდან“, „გიორგი სააკაძე“ და სხვა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Record details
- Physical Description: 8 x 12 სმ.
Content descriptions
General Note: | ელისაბედ ჩერქეზიშვილის მინაწერი: ჩემო ვახტანგ მოგიძღვნი ჩემს კარტიჩკას არ გამაჯავრო. ე. ჩერქეზიშვილი 1943 წელი |
Search for related items by subject
Subject: | ჩერქეზიშვილი, ელისაბედ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი. ქართველი მსახიობები. |
Search for related items by series
Available copies
- 1 of 1 copy available at United Catalog.
Holds
- 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location | Call Number / Copy Notes | Barcode | Shelving Location | Status | Due Date |
---|---|---|---|---|---|
Grigol Tsereteli Reading Hall | ი-692 | 900001652004 | Stacks | Available | - |