ტრისტან მახაური, მირიან ბეგიაშვილი და ხვთისო მამისიმედიშვილი ბოდბის მონასტერში: ჯგუფური ფოტო
ტრისტან მახაური (1959-2018) - მწერალი, მეცნიერი, ფოლკლორისტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე იყო თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. 1978-1984 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ნაშრომი, „მესტვირეობის ტრადიცია ფშავში“ გამოაქვეყნა 1981 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მე-4 ნომერში. გამოქვეყნებული აქვს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული და ლიტერატურულ-კრიტიკული ხასიათის წერილები, რეცენზიები, ნარკვევები, საკუთარი ლექსები, თარგმანები. ტრისტან მახაური გარდაიცვალა 2018 წლის 4 იანვარს. დაკრძალულია სოფელ გომეწრის სასაფლაოზე.
ხვთისო მამისიმედიშვილი (1950- ) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. რამდენიმე მონოგრაფიისა და ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათ შორის ავტორი წიგნებისა: „ვაინახები და ქართველი მთიელები“ (1997), „პანკისი, წარსული და თანამედროვეობა“ (2008), „ჯვარ-ხატები საკულტო ტექსტებში“ (2009).
Record details
- Physical Description: 9 x 12,5 სმ.
Content descriptions
General Note: | ფოტო გადაღებულია წმინდა ნინოს წყაროზე ბოდბის მონასტერთან 2005 წლის 12 აგვისტოს. |
Search for related items by subject
Subject: | მახაური, ტრისტან მამისიმედიშვილი, ხვთისო ბეგიაშვილი, მირიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ქართველი მეცნიერები > ფილოლოგია > ფოლკლორი. |
Search for related items by series
Available copies
- 1 of 1 copy available at United Catalog.
Holds
- 0 current holds with 1 total copy.
Other Formats and Editions
Show Only Available Copies
Location | Call Number / Copy Notes | Barcode | Shelving Location | Status | Due Date |
---|---|---|---|---|---|
Grigol Tsereteli Reading Hall | მახ-833 | 900001818335 | Stacks | Available | - |