Catalog

Record Details

Catalog Search


Back To Results
Showing Item 1 of 1

სხედან: ელიზბარ ელიზბარაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ტრისტან მახაური და ბაია გაბაიძე; დგანან: ლევან სულთანიშვილი და მიხეილ ღანიშაშვილი სკოლა "სარკმელ"-ში შეხვედრის დროს : ჯგუფური ფოტო Cover Image Picture Picture

სხედან: ელიზბარ ელიზბარაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ტრისტან მახაური და ბაია გაბაიძე; დგანან: ლევან სულთანიშვილი და მიხეილ ღანიშაშვილი სკოლა "სარკმელ"-ში შეხვედრის დროს : ჯგუფური ფოტო

Summary:

ტრისტან მახაური (1959-2018) - მწერალი, მეცნიერი, ფოლკლორისტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე იყო თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. 1978-1984 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ნაშრომი, „მესტვირეობის ტრადიცია ფშავში“ გამოაქვეყნა 1981 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მე-4 ნომერში. გამოქვეყნებული აქვს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული და ლიტერატურულ-კრიტიკული ხასიათის წერილები, რეცენზიები, ნარკვევები, საკუთარი ლექსები, თარგმანები. ტრისტან მახაური გარდაიცვალა 2018 წლის 4 იანვარს. დაკრძალულია სოფელ გომეწრის სასაფლაოზე.
გურამ დოჩანაშვილი (1939 - ) - თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი) 1957 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს. აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში, უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში; 1962-1975წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში; 1975-1985წწ. ჟურნალ "მნათობის" პროზის განყოფილების გამგე; მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში; 1985 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მთავარი რედაქტორი. მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში" 1961 წელს; 1966 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი "მთის გადაღმა". სცენარის ავტორია ფილმების: "გამსვლელი პაიკი"(1970), "ბალადა მომღერალზე"(ანიმაციური, 1987), "ბესამე"(1989), "ჰავაური ვალსი"(1990); გადაღებულია ფილმში: "ახალი წელი"(1982). გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: ''სამოსელი პირველი'', ''კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა'', ''იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი'', ''ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე'', ''ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები'' და სხვა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
მიხეილ ღანიშაშვილი (1964 - ) - მწერალი, ფილოლოგი; დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1990 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: თბილისის საჯარო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ახმეტის რაიონულ გაზეთ "ბახტრიონის" მთავარ რედაქტორად, თბილისის ერთ-ერთი კერძო პედაგოგიური ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის პედაგოგად, ამავე ინსტიტუტის რექტორად, კომერციულ გაზეთ "ანონსის" რედაქტორად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მეორე სასწავლო ასეულის მეთაურის მოადგილდ, გაზეთ "სამხედრო გაზეთის" კორესპოდენტად, ამავე გაზეთის საინფორმაციო განყოფილების რედაქტორად, სამხედრო გამომცემლობა "ჩირაღდანის" მთავარ რედაქტორად. როგორც სამხედრო ჟურნალისტი, ხანგრძლივი მივლინებებით იმყოფებოდა აშშ-სა და გერმანიაში. 2000 წლიდან მიხეილ ღანიშაშვილი თავს ანებებს ყოველგვარ ოფიციალურ სამსახურს და სამუშაოდ მიემგზავრება ჯერ რუსეთში (ერთი წლით), ხოლო შემდეგ - უკრაინაში. კიევში, თითქმის შვიდი წლის მანძილზე ყოფნისას, ერთვება იქაური სათვისტომოს საქმიანობაში, არის სათვისტომოს მიერ გამომვალ ყოველთვიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალ "საქართველოსა" და ამავე სათვისტომოს ბაზაზე არსებული საკვირაო სკოლის აქტიური თანამშრომელი. 2009 წლის ბოლოსთვის საბოლოოდ ბრუნდება სამშობლოში და ხელს კიდებს პირად მეურნეობას სოფელში. ათეული წლებია, რაც აქტიურ სამწერლო-სალიტერატურო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას, ის, ოთხი წლის მანძილზე, თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრეს. იყო ამ წრის ლიტერატრულ ალმანახ "პირველი სხივის" რედკოლეგიის წევრი. 1992 წელს მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა მწერალთა დამოუკიდებელი გაერთიანება, კავშირი - პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი", რომლის უცვლელი თამჯდომარეც არის დღემდე. სწორედ ამ კავშირის ბაზაზე ფუნქციობს მისი ორი ლიტერატურული პროექტი: "მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარები"(თბილისში) და "ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი" (ჭართალაში). ჩატარებული აქვს ასეულობით სახელოვნებო ღონისძიება როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის მასშტაბით და მის საზღვრებსგარეთ. მ. ღანიშაშვილი ბავშვობიდანვე წერს. მისი პოეტური და პროზაული ნაწერები, თარგმანები, პუბლიცისტური სტატიები, ისტორიულ-ფილოლოგიური ხასიათის წერილები, ინტერვიუები წლებია, რაც ინტენსიურად იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში, გადაიცემა რადიო და სატელევიზიო ეთერით. მისი ნაწარმოებები სხვადასხვა დროს თარგმნილია: ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ, შვედურ, რუსულ და ჩეჩენურ ენებზე. გამოცემული აქვს 9 პოეტური კრებული.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall მახ-835 900001818337 Stacks Available -

Electronic resources


Back To Results
Showing Item 1 of 1

Additional Resources