Catalog

Record Details

Catalog Search



ელექტრონული რესურსები

ხელმისაწვდომი ასლები

  • 1 of 1 copy available at გაერთიანებული კატალოგი.

ამჟამინდელი მდგომარეობა

0 current holds with 1 total copy.

მდებარეობა ინვენტარის ნომერი / შენიშვნების ასლი ბარკოდი თაროზე განთავსების ადგილი სტატუსი ზუსტი თარიღი
გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზი ი-164 900001651522 Stacks ხელმისაწვდომია -

დამატებითი ინფორმაცია

წიგნის აღწერილობა

მოკლე შინაარსი, და სხვა ილია ვეკუა (1907-0977) - სსრკ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფიზიკა - მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს. 1933 წელს მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1940-1944წწ. იყო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი. 1944-1947 წლებში ი. ვეკუა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, 1947-1951წწ. თსუ-ს უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. 1951 წელს იგი მოსკოვში გადავიდა და იქ განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა. 1952 წელს იგი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის დიფერენციალური განტოლებების კათედრის პროფესორად აირჩიეს, სადაც 1959 წლამდე იმუშავა. 1959 წელს დაინიშნა ახალად დაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად. 1964 ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა. იგი ორჯერ იყო(1953; 1966-1972) უნივერსიტეტის რექტორი. სათავეში ჩაუდგა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტს. მისი ძირითადი მეცნიერული შრომები ეხება მათემატიკისა და ფიზიკის აქტუალურ საკითხებს. მან კერძო წარმოებულებიანი ელიფსური განტოლებებისათვის დაამუშავა ამოხსნათა ზოგადი წარმოდგენების თეორია და შესაძლებელი გახადა მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების შესასწავლად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერთგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიაში. ი. ვეკუას ეკუთვნის დრეკად გარსთა მათემატიკური თეორიის ახლებური ვარიანტი, რომელიც გამოირჩევა მექანიკური სურათისადმი ზუსტი შესაბამისობით.
თემა: ვეკუა, ილია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტი დიფერენციალური განტოლებების კათედრა.
ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტი.
გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი.
ქართველი მეცნიერები > მათემატიკა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები.

Additional Resources