Catalog

Record Details

Catalog Search


ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 9 დან 13

ნიკო ცხვედაძე : ფოტოპორტრეტი

პუბლიკაციის გამოსახულება

ელექტრონული რესურსები

ხელმისაწვდომი ასლები

  • 1 of 1 copy available at გაერთიანებული კატალოგი.

ამჟამინდელი მდგომარეობა

0 current holds with 1 total copy.

მდებარეობა ინვენტარის ნომერი / შენიშვნების ასლი ბარკოდი თაროზე განთავსების ადგილი სტატუსი ზუსტი თარიღი
გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზი ი-175 900001651533 Stacks ხელმისაწვდომია -

დამატებითი ინფორმაცია

  • ფიზიკური აღწერილობა: 16,8 x 23 სმ.

წიგნის აღწერილობა

მოკლე შინაარსი, და სხვა ნიკო ცხვედაძე (1845-1911) - საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და საზოგადოების გამგეობის მუდმივი წევრი. თბილისის ქართული გიმნაზიის აგების ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელში; საშუალო ცოდნა - თბილისის სასულიერო სემინარიაში; უმაღლესი განათლება - მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1869 წელს. იმავე წელს შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას; დაინიშნა მასწავლებლად თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც იმ დროს იაკობ გოგებაშვილი მოღვაწეობდა; 1873-1874წწ. ჩატარდა სემინარიის რევიზია და პროგრესული იდეების გამო მოხსნილ იქნა იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძეც იძულებული იყო სამუდამოდ დაეტოვებინა სემინარია; ერთხანს კერძო გაკვეთილებით ცხოვრობდა; შემდეგ დაინიშნა ისტორიის, გეოგრაფიისა და პედაგოგიკის მასწავლებლად თბილისის საქალებო ინსტიტუტში, ამავე დროს მუშაობდა თბილისის ყოფილ წმინდა ნინოს სასწავლებელშიც, ამ სასწავლებლებში მან 27 წელი იმუშავა(1874-1901); თავიდანვე დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს და მე-19 საუკუნის 60-70-იანი წლების სხვა გამოჩენილ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს და მათთან ერთად ჩაება დიდი მასშტაბის საზოგადოებრივ საქმიანობაში; სხვებთან ერთად იყო “ქართველთ შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ-ერთი დამაარსებელი; უშუალოდ მონაწილეობდა საზოგადოების მიერ სკოლების დაარსებაში იმ დროისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადგილებში: კავკავში, ბაქოში და ბათუმში; ითვლებოდა თბილისის ქარული გიმნაზიის გამგე-კომიტეტის წევრად, თავმჯდომარის ამხანაგად და მრავალი წლის მანძილზე ენერგიულად ხელმძღვანელობდა ამ სასწავლებლის მთელ მუშაობას; 1888-1892წწ. არჩეული იყო თბილსიის ქალაქის ხმოსნად; 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა თბილისის ქართული გიმნაზიისათვის საკუთარი ახალი შენობის აგების ურთულეს საქმეს და სიცოცხლის უკანასკნელი წლები ამ წამოწყების განხორციელებას შესწირა; თავისი წვლილი შეჰქონდა ქართულ სამეცნიერო მწერლობასა და პედაგოგიკურ აზროვნებაშიც; იგი 1870-1880-იან წლებში ქართული პრესის აქტიური თნამშრომელი იყო; მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე საყურადღებო საჟურნალო და საგაზეთო სტატია-ნარკვევი; სახალხო განათლების ორგანიზაციისა და მეთოდიკის გაცნობის მიზნით იმოგზაურა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებანი გამოაქვეყნა ივერიაში.
თემა: ცხვედაძე, ნიკო
თბილისის სასულიერო სასწავლებელი.
მოსკოვის სასულიერო აკადემია.
თბილისის საქალებო ინსტიტუტი.
თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 9 დან 13

Additional Resources