Catalog

Record Details

Catalog Search


ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 2 დან 5

გიორგი ნიორაძე : ფოტოპორტრეტი

პუბლიკაციის გამოსახულება

ელექტრონული რესურსები

ხელმისაწვდომი ასლები

  • 1 of 1 copy available at გაერთიანებული კატალოგი.

ამჟამინდელი მდგომარეობა

0 current holds with 1 total copy.

მდებარეობა ინვენტარის ნომერი / შენიშვნების ასლი ბარკოდი თაროზე განთავსების ადგილი სტატუსი ზუსტი თარიღი
გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზი ი-179 900001651537 Stacks ხელმისაწვდომია -

დამატებითი ინფორმაცია

  • ფიზიკური აღწერილობა: 10 x 15 სმ.

წიგნის აღწერილობა

მოკლე შინაარსი, და სხვა გიორგი ნიორაძე (1886-1951) - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართული არქეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. სწავლობდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში; 1921 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1910-1917წწ. იყო ქუთაისის საქალაქო სასწავლებლისა და მუშათა საღამოს კურსების მასწავლებელი; ატარებდა ლექციებს ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად; 1920-1922წწ. აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს; 1922-1924წწ. სწავლობდა ჯერ ბერლინის, ხოლო შემდეგ ჰამბურგის უნივერსიტეტში და მიიღო არქეოლოგის კვალიფიკაცია; 1925 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზუმში არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე; 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1927 წელს მისი ხელმძღვანელობით გაითხარა ადრინდელი რკინის ხანის ორმოსამარხი ზემო ავჭალაში, 1930 წელს მტკვარ – არაქსის კულტურის ადრეული ძეგლი დიდუბეში; 1934 წლიდან არქეოლოგიის კათედრის გამგე; 1933 წლიდან პროფესორი, 1935 წლიდან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; 1935 წელს დაინიშნა საქართველოს არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად; 1933–1943წწ. განაგებდა ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის(შემდგომში ისტორიის ინსტიტუტი) არქეოლოგიის განყოფილებას; მისი არქეოლოგიური გამოკვლევები მოიცავს ქრონოლოგიური დიაპაზონის ძეგლებს ქვის ხანის მღვიმე საცხოვრისებიდან ფეოდალურ ხანამდე; ეთნოლოგიურ–ანთროპოლოგიური გამოკვლევები ეძღვნება ქართველების, ოსების, კავკასიისა და ციმბირის ხალხთა ყოფას, რელიგიას, ზოგადად კულტურისა და ისტორიის საკითხებს; გამოიკვლია დასავლეთ საქართველოს ხელოვნური ბორცვების ხასიათი და ასაკი, აღმოსავლურ-ქართული ბრინჯაოს კულტურის თავისებურება, ქართულ–წინააზიურ კულტურათა ურთიერთობა; გათხარა და შეისწავლა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, ქართული არქეოლოგიის ფუძემდებელი.
თემა: ნიორაძე, გიორგი
საქართველოს სახელმწიფო მუზუმი არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საქართველოს არქეოლოგიის ინსტიტუტი
ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი(შემდგომში ისტორიის ინსტიტუტი).
ქართველი მეცნიერები > ისტორია.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები.
ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 2 დან 5

Additional Resources