Catalog

Record Details

Catalog Search


ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 1 დან 2

კორნელი კეკელიძე - 1 : ფოტოპორტრეტი

პუბლიკაციის გამოსახულება

ელექტრონული რესურსები

ხელმისაწვდომი ასლები

  • 1 of 1 copy available at გაერთიანებული კატალოგი.

ამჟამინდელი მდგომარეობა

0 current holds with 1 total copy.

მდებარეობა ინვენტარის ნომერი / შენიშვნების ასლი ბარკოდი თაროზე განთავსების ადგილი სტატუსი ზუსტი თარიღი
გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზი ი-181 900001651539 Stacks ხელმისაწვდომია -

დამატებითი ინფორმაცია

  • ფიზიკური აღწერილობა: 18 x 24,5 სმ.

წიგნის აღწერილობა

მოკლე შინაარსი, და სხვა კორნელი კეკელიძე (1879-1962) - ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია 1904 წელს.1905-1906 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. კორნელი კეკელიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც გამოავლინა, შეისწავლა, გამოსცა და სამეცნიერო კვლევები მიუძღვნა ძველი ქართული ლიტერატურის უბრწყინვალეს ნიმუშებს. კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი "ახალი საგალობლები აბო თბილელისა" 1905 ჟურნალ „მწყემსში“ (№ 13, 14) დაიბეჭდა. 1907 გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის "ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა" (რუსულ ენაზე, ცალკე წიგნად გამოიცა თბილისში, 1908) მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. დიდია მისი ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1919-1925 სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1926-1930წწ. სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. 1921—1930წწ. ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებული სიძველეთსაცავს, 1933-1936წწ. ხელმძღვანელობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1942-1949წწ. განაგებდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. 1948-1954წწ. გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომის კ. კეკელიძის საერთო რედაქციით. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 წლებში გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კ. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
თემა: კეკელიძე, კორნელი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა.
რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი.
ქართველი მეცნიერები > ლიტერატურათმცოდნეობა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები.
ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 1 დან 2

Additional Resources