Catalog

Record Details

Catalog Search


ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 7 დან 7

დიმიტრი ბაქრაძე : ფოტო-პორტრეტი

პუბლიკაციის გამოსახულება

ელექტრონული რესურსები

ხელმისაწვდომი ასლები

  • 1 of 1 copy available at გაერთიანებული კატალოგი.

ამჟამინდელი მდგომარეობა

0 current holds with 1 total copy.

მდებარეობა ინვენტარის ნომერი / შენიშვნების ასლი ბარკოდი თაროზე განთავსების ადგილი სტატუსი ზუსტი თარიღი
გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზი ი-210 900001651568 Stacks ხელმისაწვდომია -

დამატებითი ინფორმაცია

  • ფიზიკური აღწერილობა: 11 x 15 სმ.

წიგნის აღწერილობა

მოკლე შინაარსი, და სხვა დიმიტრი ბაქრაძე (1826-1890) - ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი. დიმიტრი ბაქრაძის ინიციატივით დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება (1873), რომლის ბაზაზე მისივე თავმჯდომარეობით შეიქმნა კავკასიის ისტორიის და არქეოლოგიის საზოგადოება (1881-1886). მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ილია ჭავჭავაძესთან ერთად ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებაში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ მოსკოვის სასულიერო აკადემია 1950 წელს. 1852-1857წწ. მუშაობდა გორის სამაზრო სკოლაში; ამავე პერიოდში აქვეყნებდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში; 1858-1861წწ. მსახურობდა ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში; 1861 წლიდან თანამშრომლობდა კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიაში. 1889 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სიძველეთა თავმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა რევოლუციამდელ საქართველოში - თბილისის საეკლესიო მუზეუმი. სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში, მოგზაურობის შედეგი იყო ნაშრომები: "არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში" (1878), "შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ", "ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი". მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა იოანე ბატონიშვილის "კალმასობა" (ნაწ. 1, 1862), ვახუშტის "საქართველოს ისტორია" (1885), ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის რუსული თარგმანი(1887). ლექსიკონის სახით შეადგინა "კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში"(1875 რუსულ ენაზე). 1889 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "ისტორია საქართველოსი"(უძველესი დროიდან X საუკუნის დასასრულამდე).
თემა: ბაქრაძე, დიმიტრი
კავკასიის ისტორიის და არქეოლოგიის საზოგადოება.
ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოება.
თბილისის სასულიერო სასწავლებელი.
თბილისის საეკლესიო მუზეუმი.
ქართველი მეცნიერები > ისტორია.
ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 7 დან 7

Additional Resources