Catalog

Record Details

Catalog Search


ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 1 დან 1

ალექსანდრე ჯანელიძე - 1 : ფოტო-პორტრეტი

პუბლიკაციის გამოსახულება

ელექტრონული რესურსები

ხელმისაწვდომი ასლები

  • 1 of 1 copy available at გაერთიანებული კატალოგი.

ამჟამინდელი მდგომარეობა

0 current holds with 1 total copy.

მდებარეობა ინვენტარის ნომერი / შენიშვნების ასლი ბარკოდი თაროზე განთავსების ადგილი სტატუსი ზუსტი თარიღი
გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზი ი-215 900001651573 Stacks ხელმისაწვდომია -

დამატებითი ინფორმაცია

  • ფიზიკური აღწერილობა: 15 x 23 სმ.

წიგნის აღწერილობა

მოკლე შინაარსი, და სხვა ალექსანდრე ჯანელიძე (1888-1975) - ქართული გეოლოგიური სკოლისა და საქართველოს გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 1942-1945 წლებში. დაამთავრა პარიზის სორბონის უნივერსიტეტი 1910 წელს, 1916 წელს – ყაზანის უნივერსიტეტი. 1911-1915წწ. მასწავლებლობდა ქუთაისში, 1918-1920წწ. კი თბილისში. 1920-1923წწ. სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მუშაობდა გრენობლში, პარიზში, ჰალეში. 1924 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1942-1945წწ. იყო მისი რექტორი. 1925 წელს დააარსა გეოლოგიური ინსტიტუტი და 1955 წლამდე იყო მისი დირექტორი. ამ ინსტიტუტს შემდგომ მისი სახელი ეწოდა. ა. ჯანელიძის აქტიური მონაწილეობით საქართველოში შეიქმნა გეოლოგიური საზოგადოება. ა. ჯანელიძის სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება პალეონტოლოგიის, სტრატიგრაფიის, ტექტონიკისა და თეორიული გეოლოგიის საკითხებს. გამოკვლეული აქვს თბილისისა და მისი მიდამოების გეოლოგიური აგებულება, თანამედროვე გეოლოგიური პროცესები, ასევე მტკვრის ტერასები, ნატახტარის წყაროები და სხვ. შეისწავლა საქართველოს იურული და ცარცული პერიოდების, საფრანგეთის ადრინდელი ცარცული ეპოქის ფაუნა, აგრეთვე ურალის დასავლეთი კალთის დევონური პერიოდის მარჯნული ფაუნა. ავტორია უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა.
თემა: ჯანელიძე, ალექსანდრე
პარიზის სორბონის უნივერსიტეტი.
ყაზანის უნივერსიტეტი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გეოლოგიის ინსტიტუტი.
ქართველი მეცნიერები > გეოლოგია > მინერალოგია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებიი.
ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 1 დან 1

Additional Resources