Catalog

Record Details

Catalog Search


ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 2 დან 7

ალექსანდრე ბარამიძე : ფოტოპორტრეტი

პუბლიკაციის გამოსახულება

ელექტრონული რესურსები

ხელმისაწვდომი ასლები

  • 1 of 1 copy available at გაერთიანებული კატალოგი.

ამჟამინდელი მდგომარეობა

0 current holds with 1 total copy.

მდებარეობა ინვენტარის ნომერი / შენიშვნების ასლი ბარკოდი თაროზე განთავსების ადგილი სტატუსი ზუსტი თარიღი
გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზი ი-225 900001651583 Stacks ხელმისაწვდომია -

დამატებითი ინფორმაცია

  • ფიზიკური აღწერილობა: 17 x 23 სმ.

წიგნის აღწერილობა

მოკლე შინაარსი, და სხვა ალექსანდრე ბარამიძე (1902-1994) - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება 1925 წელს. 1962-1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1966 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო 1925 წლიდან. მისი კვლევის ობიექტი იყო უპირატესად XI-XVIII საუკუნეების ქართული საერო მწერლობა. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა შოთა რუსთაველს, ჩახრუხაძეს, შავთელს, თეიმურაზ I-ს, სულხან-საბა ორბელიანს, დავით გურამიშვილს, ბესიკსა და სხვებს. ერთ-ერთმა პირველმა გაარკვია "ამირანდარეჯანიანის" ორიგინალურობის საკითხი, "რუსუდანიანის" ლიტერატურული წყაროები. იკვლევდა ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. წვლილი მიუძღვის "ვისრამიანის" ქართული თარგმანისა და "შაშ–ნამეს" ქართული ვერსიების თავისებურებათა გარკვევაში. დაწერილი აქვს ფუნდამენტური ნაშრომი "ქილილა და დამანას" ქართული ვერსიების შესახებ. მონოგრაფიული სისრულით გამოირჩევა მისი ნაშრომი "შოთა რუსთაველი და მისი პოემა" (1966). აკადემიკოს კ. კეკელიძესთან ერთად ავტორია ძველი ქართული მწერლობის ისტორიის სრული კურსისა.
თემა: ბარამიძე, ალექსანდრე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.
ქართველი მეცნიერები > ლიტერატურათმცოდნეობა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები.
ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 2 დან 7

Additional Resources