Catalog

Record Details

Catalog Search



იოსებ ბუაჩიძე : ფოტოპორტრეტი

პუბლიკაციის გამოსახულება

ელექტრონული რესურსები

ხელმისაწვდომი ასლები

  • 1 of 1 copy available at გაერთიანებული კატალოგი.

ამჟამინდელი მდგომარეობა

0 current holds with 1 total copy.

მდებარეობა ინვენტარის ნომერი / შენიშვნების ასლი ბარკოდი თაროზე განთავსების ადგილი სტატუსი ზუსტი თარიღი
გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზი ი-228 900001651586 Stacks ხელმისაწვდომია -

დამატებითი ინფორმაცია

  • ფიზიკური აღწერილობა: 17 x 23 სმ.

წიგნის აღწერილობა

მოკლე შინაარსი, და სხვა იოსებ ბუაჩიძე (1908-2006) - გეოლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი (1934). მუშაობდა „აჭარჰესის“ მშენებლობაზე, იყო „თბილჰიდროენერგოპროექტის“ საინჟინრო გეოლოგიური განყოფილების გამგე (1938), საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი (1951 წლიდან), ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიის კათედრის გამგე (1954-1974). საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი (1958-1973). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიური სექტორის დირექტორი. 1973 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ჩამოყალიბდა ჰიდროგელოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი სექტორი, შემდეგ ინსტიტუტი, რომლის დირექტორის მოვალეობასაც იოსებ ბუაჩიძე 1990 წლამდე ასრულებდა. იოსებ ბუაჩიძის ავტორობითა და თანაავტორობით გამოიცა საინჟინრო გეოლოგიასა და ჰიდროგეოლოგიაში 7 მონოგრაფია, მათ შორის ერთი – ინგლისურ ენაზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული შრომა, ბევრი მათგანი — აშშ-ს, იტალიის, რუსეთის, უკრაინის, იაპონიის, ინგლისის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალებში. იოსებ ბუაჩიძეს შედგენილი აქვს 200-ზე მეტი დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური დასკვნა ქვეყნის სხვადასხვა ტიპის ნაგებობათა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის შენარჩუნების მიზნით. შეადგინა საქართველოს ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის რუკები და დარაიონების სქემები, გამოჰყო საქართველოს ტერიტორიაზე არტეზიული აუზების გავრცელების არეები.
თემა: ბუაჩიძე, იოსებ
ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
ქართველი მეცნიერები > გეოლოგია > ჰიდროლოგია > მინერალოგია.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორები.

Additional Resources