Catalog

Record Details

Catalog Search


ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 1 დან 1

შალვა მიქელაძე : ფოტოპორტრეტი

პუბლიკაციის გამოსახულება

ელექტრონული რესურსები

ხელმისაწვდომი ასლები

  • 1 of 1 copy available at გაერთიანებული კატალოგი.

ამჟამინდელი მდგომარეობა

0 current holds with 1 total copy.

მდებარეობა ინვენტარის ნომერი / შენიშვნების ასლი ბარკოდი თაროზე განთავსების ადგილი სტატუსი ზუსტი თარიღი
გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზი ი-241 900001651599 Stacks ხელმისაწვდომია -

დამატებითი ინფორმაცია

  • ფიზიკური აღწერილობა: 17 x 23 სმ.

წიგნის აღწერილობა

მოკლე შინაარსი, და სხვა შალვა მიქელაძე (1895-1976) - მათემატიკოსი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გამოთვლითი მათემატიკის ქართული სკოლის ფუძემდებელი. 1915 წელს, ბაქოს საშუალო ტექნიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი კონკურსით აბარებს პეტროგრადის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ უმაღლესი შედეგებით ამთავრებს პეტროგრადის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელს, საიდანაც იწყება მისი სამხედრო კარიერა. 1917-24 წლებში, შალვა მიქელაძე სამხედრო სამსახურშია, სახელდობრ: 1917-18წ.წ. – კავკასიის ფრონტზე, მე-4 მესანგრე ათასეულის საინჟინრო პარკის უფროსი; 1918-1924წ.წ. – თბილისის მესანგრე ათასეულის სატელეგრაფო ასეულის უფროსი, პირველი ქართული მსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილე კავშირის ხაზით, ცალკე საკავშირო ასეულის უფროსი და საკავშირო კურსების ინსპექტორი. პირველი მსოფლიო ომის დროს, შალვა მიქელაძე იბრძოდა თურქეთის ფრონტზე (დაჯილდოვდა ოქროს იარაღით, წარწერით : ”მამაცობისთვის” და მედლებით). 1918-21 წ.წ. იგი მონაწილეობდა ყველა ომში, რაც კი თავს დაატყდა საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას. ამავე პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი შრომები: “საფორტიფიკაციო საქმის საფუძვლები” და “საველე ტელეფონები” – სასწავლო წიგნები ახალგაზრდა ოფიცერთათვის. ერთის ხელნაწერი დაიკარგა, მეორე კი, 1924 წელს დაისტამბა და ითვლება, როგორც იმხანად ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელო ტექნიკის დარგში და ალბათ, ერთადერთი სამხედრო სპეციალობით. სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ, (1924-29 წლებში) შალვა მიქელაძე ჯერ თბილისის ელექტრო-ქსელის დაგეგმარებაზე მუშაობდა, შემდეგ კი ზაჰეს-ში. 1929 წელს (34 წლის ასაკში) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. 1935 წელს, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომლის ძირითადი შედეგები ცალკე მონოგრაფიის სახით გამოსცა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიამ, მან გამოაქვეყნა ასამდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 7 სოლიდური მონოგრაფიაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, შ. მიქელაძის სამეცნიერო ინტერესების ფართო დიაპაზონი. მას ფუნდამენტური შედეგები აქვს მიღებული გამოთვლითი მათემატიკისა და მექანიკის სხვადასხვა საკითხებზე, რამაც მეცნიერს მსოფლიო აღიარება მოუტანა. 1935 წლიდან გარდაცვალებამდე იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტის გამოთვლითი მათემატიკის განყოფილებას. წლების განმავლობაში, შ. მიქელაძე ხელმძღვანელობდა უმაღლესი მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა და თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1955 წელს, შ. მიქელაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსა მიახლოებითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრა, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა 1970 წლამდე. 1962 წელს, ამ კათედრასთან ჩამოყალიბდა პრობლემური ლაბორატორია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი. შალვა მიქელაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი. სწორედ მისმა მოწაფეებმა შეადგინეს ამ ინსტიტუტის ძირითადი ბირთვი. ფასდაუდებელია შ. მიქელაძის ღვაწლი სამეცნიერო, საინჟინრო და პედაგოგიური კადრების აღზრდის საქმეში. შალვა მიქელაძე დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით, ორი “საპატიო ნიშნის” ორდენით და მედლებით. 1952 წელს, შ. მიქელაძეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია.
თემა: მიქელაძე, შალვა
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიახლოებითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი.
ანდრია რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტი
რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი
თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი
ქართველი მეცნიერები > მათემატიკა.
ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 1 დან 1

Additional Resources