Catalog

Record Details

Catalog Search


ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 1 დან 1

იოველ ქუთათელაძე : ფოტოპორტრეტი

პუბლიკაციის გამოსახულება

ელექტრონული რესურსები

ხელმისაწვდომი ასლები

  • 1 of 1 copy available at გაერთიანებული კატალოგი.

ამჟამინდელი მდგომარეობა

0 current holds with 1 total copy.

მდებარეობა ინვენტარის ნომერი / შენიშვნების ასლი ბარკოდი თაროზე განთავსების ადგილი სტატუსი ზუსტი თარიღი
გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზი ი-248 900001651606 Stacks ხელმისაწვდომია -

დამატებითი ინფორმაცია

  • ფიზიკური აღწერილობა: 17 x 23 სმ.

წიგნის აღწერილობა

მოკლე შინაარსი, და სხვა იოველ ქუთათელაძე (1887-1963) - ფარმაკოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946-1963), დაამთავრა ნოვოროსიის(ოდესა) უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი 1910 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ოდესაში აფთიაქის მმართველად დაიწყო მუშაობა. 1911 წელს გამოცდები ჩააბარა ნოვოროსიის უნივერსიტეტში ფარმაციის მაგისტრის წოდებაზე; იმავე წელს მუშაობა დაიწყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის შტატგარეშე ასისტენტად. აქედან დაიწყო მისი მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობა; 1913 წელს იგი გადავიდა ფარმაკოლოგიის კათედრაზე; 1919 წელს საჯაროდ დაიცვა დისერტაცია; 1915 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ აირჩია იგი ფარმაკოლოგიის კათედრის პროზექტორის თანაშემწედ, შემდეგ პროზექტორად; 1920 წელს ჯერ პირავტ-დოცენტის, ხოლო შემდეგ დოცენტის წოდება მიანიჭეს; 1920 წელს ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ჯერ სამედიცინო ინსტიტუტად, შემდეგ კი სამედიცინო აკადემიად გადაკეთდა. იოველ ქუთათელაძე ინსტიტუტის მდივნად და აკადემიის პრორექტორად აირჩიეს; 1921 წელს სამედიცინო აკადემიის საბჭომ იგი ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგედ დანიშნა და პროფესორის წოდება მიანიჭა; ამავე პერიოდში იგი დაუსწრებლად სწავლობდა ნოვოროსიის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე; 1921 წელს იგი მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის პროფესორად; 1924 წლიდან განაგებდა უნივერსიტეტის ანალიზური და სასამართლო ქიმიის კათედრებს; 1927-1930წწ. სათავეში ედგა ბიოლოგიური ქიმიის კათედრასაც და კითხულობდა ლექციებს შესაბამის დისციპლინებში. 1930 წელს უნივერსიტეტს გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, რომელშიც შედიოდა ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტიც; 1937 წლიდან იგი გამოუკიდებელ ფარმაცევტულ ინსტიტუტად გადაკეთდა; ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტის დეკანად, ხოლო შემდეგ ფარმაცევტული ინსტიტუტის დირექტორად პროფესორი ი. ქუთათელაძე დაინიშნა; 1948 წელს ფარმაცევტული ინსტიტუტი შეუერთდა სამედიცინო ინსტიტუტს და იგი კვლავ განაგებდა სასამართლო და ანალიზური ქიმიის კათედრებს და სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა.
თემა: ქუთათელაძე, იოველ
ნოვოროსიის(ოდესა) უნივერსიტეტი ფარმაცევტული ფაკულტეტი.
ნოვოროსიის სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო ფაკულტეტი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტი.
ფარმაცევტული ინსტიტუტი.
ქართველი მეცნიერები > ფარმაკოლოგია.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები.
ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 1 დან 1

Additional Resources