Catalog

Record Details

Catalog Search


ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 1 დან 1

ნიკოლოზ ხომიზურაშვილი : ფოტოპორტრეტი

პუბლიკაციის გამოსახულება

ელექტრონული რესურსები

ხელმისაწვდომი ასლები

  • 1 of 1 copy available at გაერთიანებული კატალოგი.

ამჟამინდელი მდგომარეობა

0 current holds with 1 total copy.

მდებარეობა ინვენტარის ნომერი / შენიშვნების ასლი ბარკოდი თაროზე განთავსების ადგილი სტატუსი ზუსტი თარიღი
გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზი ი-263 900001651621 Stacks ხელმისაწვდომია -

დამატებითი ინფორმაცია

  • ფიზიკური აღწერილობა: 11,7 x 17 სმ.

წიგნის აღწერილობა

მოკლე შინაარსი, და სხვა ნიკოლოზ ხომიზურაშვილი (1900-1971) - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სოციალისტური შრომის გმირი, პოფესორი. 1919 წელს დაამთავრა თელავის ვაჟთა გიმნაზია, ხოლო 1925 წელს პირველი ხარისხის დიპლომით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. გამორჩეული ახალგაზრდა კათედრაზე დაიტოვეს ასისტენტად და როგორც პერსპექტიული სპეციალისტი მიავლინეს გერმანიაში ცოდნის გაღრმავების მიზნით, სადაც მან 3 წელი დაჰყო და მუშაობდა საუკეთესო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სასელექციო სადგურებში. მისი პირველი მეცნიერული ნაშრომები, გამოქვეყნებული გერმანულ ენაზე შეეხებოდა გენეტიკისა და სელექციის საკითხებს. მის კალამს ეკუთვნის 80-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ხილის ატლასები, მეხილეობის სახელმძღვანელოები და „მეხილეობის“ 2 ტომი. დიდი ღვაწლი მიუძღვის „საქართველოს მეხილეობის“ ოთხტომეულის გამოცემაში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში დაინერგა ნაგალა ხეხილი. იგი საქართველოში სამრეწვეო მეხილეობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ბოლო ათი წელი განაგებდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. მან დაამუშავა საყვავილე კვირტების ჩასახვა-განვითარების თეორია, შეისწავლა და იკვვლია ხეხილის ზოგიერთი ჯიშის ციტოემბრიონოლოგიისა და ციტოგენეტიკის საკითხები და სხვა. ინსტიტუტის ბაზაზე მანვე შექმნა უნიკალური სამეცნიერო მუზეუმი.
თემა: ხომიზურაშვილი, ნიკოლოზ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრონომიის ფაკულტეტი.
საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი.
ქართველი მეცნიერები > აგრონომია.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები.
ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 1 დან 1

Additional Resources