ძიების შედეგი
ერთეულების ჩვენება 10 დან 27
წინაშემდეგი
ვარლამ თოფურია, სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ახვლედიანი : ჯგუფური ფოტო

ელექტრონული რესურსები
ხელმისაწვდომი ასლები
- 1 of 1 copy available at გაერთიანებული კატალოგი.
ამჟამინდელი მდგომარეობა
0 current holds with 1 total copy.
მდებარეობა | ინვენტარის ნომერი / შენიშვნების ასლი | ბარკოდი | თაროზე განთავსების ადგილი | სტატუსი | ზუსტი თარიღი |
---|---|---|---|---|---|
გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზი | ი-315 | 900001651635 | Stacks | ხელმისაწვდომია | - |
დამატებითი ინფორმაცია
- ფიზიკური აღწერილობა: 10 x 14 სმ.
წიგნის აღწერილობა
ზოგადი შენიშვნა: | ფოტო გადაღებულია 1922 წელს. |
სარჩევი | ვარლამ თოფურია (1901-1966) - ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო განხრით 1922 წელს. 1923 წლიდან დაიწყო მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობა. კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1933-1938წწ. განაგებდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას, 1935-1936წწ. თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ქართული ენის კათედრის გამგეა, ხოლო 1950-1952წწ. გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას ხელმძღვანელობდა. 1933-1936წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის თანამშრომელი, 1936-1941წწ. ხელმძღვანელობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებას, ხოლო 1941-1943წწ. იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1943-1949წწ. სათავეში ედგა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენის ინსტიტუტს, ხოლო 1941-1960წწ. ამავე ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებას. 1945 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ხელმძღვანელობდა ახალი ქართული ენის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი რესპუბლიკური კომისიის მუშაობაში და მეცნიერული ტერმინოლოგიის შექმნაში. დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის მორფოლოგიის, დიალექტოლოგიის საკითხებს. 150-ზე მეტი შრომის ავტორია. დიდი ღვაწლი მიუძღვის "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" და "ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის" შექმნაში. სიმონ ჯანაშია (1900-1947) - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიისა და ენათმეცნიერების სპეციალობით 1922 წელს. 1926 წელს მიიწვიეს უნივერსიტეტში აფხაზური ენის ლექტორად, სადაც იგი 1937 წლამდე მოღვაწეობდა. 1930 წლიდან ს. ჯანაშია უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს საქართველოს ისტორიის კათედრას. 1935 წელს დაინიშნა საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ და პროფესორად, 1936-1937წწ. ის საქართველოს ისტორიის კაბინეტის გამგე იყო უნივერსიტეტში. 1936-1941წწ. ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტს. 1941-1943წწ. ხელმძღვანელობდა აკადემიის ისტორიის და ენათმეცნიერებათა ინსტიტუტს, 1943 წელს გადადგა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორობიდან, ხოლო გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო ქართველი ხალხისა და სხვა იბერიულ-კავკასიური ხალხების ეთნოგენეზისი; საქართველოსა და კავკასიაში ფეოდალიზმის დაფუძნება, ძველი საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, კოლხეთისა და იბერიის სამეფოების ისტორია, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. მას ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი (მათ შორის 10 მონოგრაფია). 1940-იან წლებში ს. ჯანაშია მცხეთასა და არმაზში არქეოლოგიური გათხრების ერთ-ერთი ორგანიზატორთაგანი იყო. არნოლდ ჩიქობავა (1898-1985) - ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, აკადემიკოსი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის დამაარსებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1922 წელს. 1926-1933წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1933-1960წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრას. 1936-1985წწ. თბილისის ენათმეცნიერების ინსტიტუტის იბერიულ-კავკასიური ენების განყოფილების გამგეა, 1950-1952წწ. კი ამავე ინსტიტუტის დირექტორი. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი თემები იყო: იბერიულ-კავკასიური ენები, ენათმეცნიერების თეორიული პრობლემები, რუსთველოლოგია, ქართული და კავკასიური ენების გრამატიკა, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორია, ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა, ლექსიკოგრაფია, და ა.შ. არის 300-მდე სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის, მათ შორის 14 მონოგრაფიის ავტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული" (ამჟამად "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება") დამფუძნებელი და უცვლელი მთავარი რედაქტორი. გიორგი ახვლედიანი (1887-1973) - ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტი 1914 წელს. პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები:"ენათმეცნიერების შესავალი"(1918-1919), "სანსკრიტი"(1920). შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს ენათმეცნიერებასა და ლიტერატურის ისტორიაში. საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა "ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება". მისი ნაშრომები: "ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები" (ტ. 1, 1938), "ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები" (1949), "ზოგადი ფონეტიკის შესავალი" (1956), გამოირჩევა ორიგინალობით და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ახვლედიანმა გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. |
ძიება თემის მიხედვით
თემა: | თოფურია, ვარლამ ჯანაშია, სიმონ ჩიქობავა, არნოლდ ახვლედიანი, გიორგი ქართველი მეცნიერები > ენათმეცნიერება. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები. |
ძიების შედეგი
ერთეულების ჩვენება 10 დან 27
წინაშემდეგი