შიო ჩიტაძე : ფოტოპორტრეტი
Record details
- Physical Description: 8 x 12,5 სმ.
Content descriptions
Formatted Contents Note: | შიო ჩიტაძე (1873 - 1906) - დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი 1887 წელს. შემდეგ ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის მეორე გიმნაზიაში და მესამე კლასში ჩაირიცხა. გიმნაზიაში სწავლის პერიოდში აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ-რევოლუციურ მუშობაში; გიმნაზიის სრული კურსი დაასრულა 1892 წელს; 1893 წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც იგი საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა; მალე იგი ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს; კიევის უნივერსიტეტის კურსი მან წარმატებით დაასრულა 1897 წელს და მიწვეულ იქნა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად კიევის გიმნაზიაში, მათ შორის ფუნდკლეევის ცნობილ ქალთა კერძო გიმნაზიაში; იგი შესანიშნავ მასწავლებლად იქნა აღიარებული კიევის სასწავლო ოლქში, ზაფხულობით ხელმძღვანელობდა სახალხო სკოლების მასწავლებელთა პედაგოგიური კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს; აქტიურ მონაწილეობას იღებდა კიევის პროგრესულ ჟურნალ-გაზეთებში, რომლებშიც სისტემატურად ათავსებდა ფსიქოლოგიურ და ლიტერატურულ-კრიტიკულ სტატია-ნარკვევებს; ეწეოდა რევოლუციურ მუშობას; 1904 წელს თბლისის ქართული გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა იგი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მოიწვია და მან თბილისის ქართულ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა; მალე იგი გიმნაზიის ინსპექტორად იქნა დანიშნული; ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ქართულ გიმნაზიაში მმართველობის დემოკრატიული სისტემის შემოღებასა და სწავლა-აღზრდის ახალ პედაგოგიკურ-დიდაქტიკურ პრონციპებზე დამკვიდრებას შეუდგა; ამავე პერიოდში უფრო ფართოდ გაშალა რევოლუციური მუშაობა; მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო 1905 წლის 13 აპრილის მოწინავე მასწავლებელთა ყრილობა თბილისში; მონაწილეობდა თბილისის სკოლების მოსწავლეთა მიტინგზე 1905 წლის სექტემბერში; სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოების "ცნობის ფურცლისა" და "შრომის" სარედაქციო კოლეგიის წევრი და მუდმივი თანამშრომელი იყო; იგი იყო მოწინავე საზოგადო მოღვაწე პედაგოგი, პოლიტიკური მოაზროვნე, პუბლიცისტ-ჟურნალისტი და მხატვრული ლიტერატურის თვალსაჩინო კრიტიკოსი. 1906 წელს ცარიზმის აგენტებმა მისსავე საცხოვრებელ ბინაში მოკლეს. |
Search for related items by subject
Subject: | ჩიტაძე, შიო კიევის უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი. თბილისის ქართული გიმნაზია. საზოგადო მოღვაწეები. პედაგოგიკა. პუბლიცისტიკა. |
Available copies
- 1 of 1 copy available at United Catalog.
Holds
- 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location | Call Number / Copy Notes | Barcode | Shelving Location | Status | Due Date |
---|---|---|---|---|---|
Grigol Tsereteli Reading Hall | ი-337 | 900001651657 | Stacks | Available | - |