Catalog

Record Details

Catalog Search

[ დახვეწეთ ჩემი პირველადი ძებნა ]

ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 2 დან 3

რუბენ აუშტროვის საფლავი ლევილში : ლევილის სასაფლაოს ფოტოალბომი

პუბლიკაციის გამოსახულება

ელექტრონული რესურსები

ხელმისაწვდომი ასლები

  • 1 of 1 copy available at გაერთიანებული კატალოგი.

ამჟამინდელი მდგომარეობა

0 current holds with 1 total copy.

მდებარეობა ინვენტარის ნომერი / შენიშვნების ასლი ბარკოდი თაროზე განთავსების ადგილი სტატუსი ზუსტი თარიღი
გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზი ი-541 900001651855 Stacks ხელმისაწვდომია -

დამატებითი ინფორმაცია

  • ფიზიკური აღწერილობა: 9 x 13,5 სმ.

წიგნის აღწერილობა

ზოგადი შენიშვნა: ფოტო გადაღებულია 2017 წელს.
სარჩევი ქართველთა სასაფლაო ლევილში: რუბენ აუშტროვი (1887-1937) - საქართველოში მოღვაწე ეროვნებით სომეხი პოლიტიკოსი, იურისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. რუბენ გიორგის ძე აუშტროვი დაიბადა 1887 წლის 24 ივნისს, ქუთაისის გუბერნიის ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობისას გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და აქტიურად მონაწილეობდა მოსკოვში 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა ვექილთა (ადვოკატთა) კორპორაციაში, ამავდროულად მუშაობდა არალეგალურ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში პროპაგანდისტად და ორგანიზატორად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მუშაობდა ტფილისის მუშთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში, არჩეული იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრად. რუბენ აუშტროვი იყო 1917 წლის დეკემბერში საქართველოს წითელი გვარდიის — შემდგომში, სახალხო გვარდიის — ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად და ასრულებდა მდივნის მოვალეობას. რუბენ აუშტროვი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამხედრო კომისიის წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. ემიგრაციაში ყოფნისას დაავადდა ასმით და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1937 წლის 23 დეკემბერს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე. .
თემა: აუშტროვი, რუბენ
ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.
მოსკოვის უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი..
სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
ქართველი ემიგრანტები.
ლევილი > საფრანგეთი.
ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 2 დან 3

Additional Resources