Catalog

Record Details

Catalog Search


ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 4 დან 4

ალექსანდრე თვალჭრელიძე : ფოტოპორტრეტი

პუბლიკაციის გამოსახულება

ხელმისაწვდომი ასლები

  • 1 of 1 copy available at გაერთიანებული კატალოგი.

ამჟამინდელი მდგომარეობა

0 current holds with 1 total copy.

მდებარეობა ინვენტარის ნომერი / შენიშვნების ასლი ბარკოდი თაროზე განთავსების ადგილი სტატუსი ზუსტი თარიღი
გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზი ი-637 900001651950 Stacks ხელმისაწვდომია -

დამატებითი ინფორმაცია

  • ფიზიკური აღწერილობა: 6,5 x 8,5 სმ.

წიგნის აღწერილობა

მოკლე შინაარსი, და სხვა ალექსანდრე თვარჭრელიძე (1881-1957) — ქართველი გეოლოგი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946), სკკპ წევრი 1941 წლიდან. 1912 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1910 წელს ზაფხულში სტაჟირებას გადიოდა გეტინგენის უნივერსიტეტში. 1912–1913 წწ. მუშაობდა პეტერბურგში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოქიმიის ლაბორატორიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ვლადიმერ ვერნადსკი, ხოლო შემდეგ (1919 წლამდე) დონის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1919 წლიდან თვალჭრელიძე სათავეში ჩაუდგა თსუ–ს მინერალოგია–პეტროგრაფიის კათედრას. 1928–1948 წლებში ასეთივე პროფილის კათედრის გამგეა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა მინერალური ნედლეულის საკავშირო საქართველოს ფილიალს (ახლანდელი ა. თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი). 1941 წლის თებერვალში, იმ წელს როცა ალექსანდრე თვალჭრელიძეს 60 წელი უნდა შესრულებოდა იგი საქართველოს სხვა მოწინავე მეცნიერებებთან ერთად, აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1941 წლიდან თავჯდომარეობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საწარმოო ძალთა შემსწავლელ საბჭოს, სადაც მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალტომიანი მონოგრაფია საქართველოს სსრ ბუნებრივი რესურსების შესახებ. 1941-1947 წწ. იგი ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტის მინერალოგიის სექტორს. ალექსანდრე თვალჭრელიძე საქართველოში მინერალურ–პეტროგრაფიულ კვლევათა ფუძემდებელია. მისი შრომები შეეხება კრისტალოგრაფიის, მინერალოგიის, პეტროგრაფიისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოლოგიის საკითხებს. თვალჭრელიძის მიერ აღმოჩენილი და შესწავლილია გუმბრისა და ასკანის ბენტონიტური თიხების, მარმარილოს, ქალცედონისა და სხვ. საბადოები საქართველოში. ომის შემდგომ წლებში იგი აქტიურად აგრძელებს თავის მოღვაწეობას: საქართველოს ბუნებრივი რესურსების, კერძოდ ბენტონიტების შესწავლას, საქართველოს სხვადასხვა რაიონების ბუნებრივ სიმდიდრეთა კომპლექსური ათვისების პრობლემათა კვლევას. ამავე წლებში ალექსანდრე თვალჭრელიძე დიდ ყურადღებას უთმობს მეცნიერების ისტორიის საკითხებს, ხშირად კითხულობს პოპულარულ ლექციებს, მუშაობს მოგონებებზე. 1947 წელს უმაღლესი საატესტაციო კომისია მას დისერტაციის დაუცველად, თბილისის უნივერსიტეტის საბჭოს წარდგინებით, ანიჭებს გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. ა. თვალჭრელიძის შრომათა დახასიათება თბილისში გამოაგზავნა ცნობილმა გეოლოგმა ალექსანდრე ფერსმანმა. იგი იყო სსრკ მე–7 მოწვევის ცაკისა და საქართველოს ცაკის წევრი (1935–1937 წლებში). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.
თემა: თვალჭრელიძე, ალექსანდრე
მოსკოვის უნივერსიტეტი ფიზიკა–მათემატიკის საბუნებისმეტყველო განყოფილება.
გეტინგენის უნივერსიტი.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემია გეოქიმიის ლაბორატორია.
დონის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მინერალოგია–პეტროგრაფიის კათედრა.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
ა. თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი.
ქართველი მეცნიერები > გეოლოგია.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები.
ძიების შედეგი ერთეულების ჩვენება 4 დან 4

Additional Resources