Catalog

Record Details

Catalog Search



გრიგოლ წერეთელი და შალვა ნუცუბიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად: ჯგუფური ფოტო

პუბლიკაციის გამოსახულება

ხელმისაწვდომი ასლები

  • 1 of 1 copy available at გაერთიანებული კატალოგი.

ამჟამინდელი მდგომარეობა

0 current holds with 1 total copy.

მდებარეობა ინვენტარის ნომერი / შენიშვნების ასლი ბარკოდი თაროზე განთავსების ადგილი სტატუსი ზუსტი თარიღი
გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზი ი-808 900001652115 Stacks ხელმისაწვდომია -

დამატებითი ინფორმაცია

  • ფიზიკური აღწერილობა: 14,5 x 19,5 სმ.

წიგნის აღწერილობა

სარჩევი შალვა ნუცუბიძე (1888-1969) - ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიური ისტორიის მეცნიერული სკოლის დამაარსებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1910 წელს. შემდეგ, სწავლა განაგრძო ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც 1915 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უნივერსიტეტში ატარებდა სემინარებს. 1916-1918წწ. პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. 1918 წელს იყო თსუ ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი პრორექტორი (1920-1929), უნივერსიტეტის ფუნდამენტალური ბიბლიოთკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. 1925-1926წწ. იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. ოცდაათიანი წლების მეორე ნახევრიდან ინტენსიურად იკვლევდა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიას და მასთან დაკავშირებულ "აღმოსავლური რენესანსის" საკითხებს. მისი მეცნიერული გამოკვლევების საფუძველზე ქართველოლოგიის ეს დარგი დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბდა. დიდი წვლილი შეიტანა ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხის კვლევაში. ქართული ფილოსოფიის, ლიტერატურის სოციალური კულტურის, ისტორიის გარემოს საკითხების კვლევას ორმოცზე მეტი გამოკვლევა უძღვნა.
გრიგოლ წერეთელი (1870-1938) - 1893 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. უნივერსიტეტში სპეციალობად აირჩია კლასიკური ფილოლოგია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად. ამავე დროს აირჩიეს არქეოლოგიური საზოგადოების წევრად. 1894 წლიდან ლექციებს კითხულობდა არქეოლოგიურ ინსტიტუტში და ასწავლიდა ძველ ბერძნულსა და ლათინურს პეტერბურგის მეათე გიმნაზიაში. 1897 წელს ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები, რის შემდეგაც სამი წლით მიავლინეს საზღვარგარეთ სამეცნიერო მუშაობისათვის. იგი უპირატესად მოღვაწეობდა ბერლინის უნივერსიტეტში. მუშაობდა ბერძნულ ხელნაწერებსა და პაპირუსებზე ვენის, მიუნხენის, პარიზის, ლონდონის, ოქსფორდის, რომის, ვენეციის, ნეაპოლის, ფლორენციისა და ათენის მუზეუმებში. 1902 წლიდან, პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ გრიგოლ წერეთელი სამი წლის განმავლობაში იყო უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ხოლო სამაგისტრო დისერტაციის დაცვის შემდეგ 1905 წელს აირჩიეს დორპატის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტის მასწავლებლად. 1914 წელს თავისი ნაშრომით ,,მენანდრეს ახალი კომედიები’’ მოიპოვა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, რის შემდეგაც აირჩიეს პეტერბურგის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგედ და 1920 წლამდე პეტერბურგის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. 1919 წლის 18 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა პროფესორ გრიგოლ წერეთლის მოწვევა ბერძნული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. 1920 წელს გრიგოლ წერეთელი ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა კლასიკური ფილოლოგიის კათედრას. 1923-1931 წლებში გრიგოლ წერეთელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი იყო. მან ხელი შეუწყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტებას საბჭოთა და საზღვარგარეთული სამეცნიერო ლიტერატურით. მისი თაოსნობით თბილისის უნივერსიტეტი უცხოეთის 50 სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან აწარმოებდა ლიტერატურის გაცვლას. გრიგოლ წერეთლის მოღვაწეობიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაპიროლოგიური კვლევა-ძიება. მასვე ეკუთვნის ივანე ჯავახიშვილის დახმარებით გამოცემული ხუთტომიანი ,,რუსეთისა და საქართველოს კოლექციათა პაპირუსები’’. მის ფუძემდებლურ ნაშრომთაგან ასევე აღსანიშნავია ,,ბერძნული ლიტერატურის ისტორია’’ სამ ტომად, რომელთაგან ორი ტომი დაიბეჭდა ქართულად 1927 და 1935 წლებში
თემა: ნუცუბიძე, შალვა
წერეთელი, გრიგოლ
ლაიფციგის უნივერსიტეტი.
პეტერბურგის უნივერსიტეტი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ქართველი მეცნიერები > ენათმეცნიერება.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები.

Additional Resources