მოკლე შინაარსი, და სხვა |
1.ბიურო აღნიშნავს, რომ კომკავშირის არსებობის 15 წლის თავის გამო უნივერსიტეტში გამართულ ასპირანტურის პარტკომკავშირის კრებაზე ადგილი ჰქონდა პარტისს წევრის არტემ ჩაჩუას ანტიპარტიულ გამოსვლას, მან განაცხადა, რომ "კომკავშირი წარმოიშვა "ახალგაზრდა მარქსისტთა" ორგანიზაციის საფუზველზე"; 2. ბიურო აღნიშნავს, რომ არტემ ჩაჩუა ამ დებულებით შლის იმ უდიდეს ზღვარს, რომელიც არსებობდა 'ახალგაზრდა მარქსისტთა" და კომკავშირს შორის; 3. ბიურომ აღნიშნა, რომ არტემ ჩაჩუას ეს მტკიცება არ არის შემთხვევითი, რომ ის, როგორც ყოფილი "ახალგაზრდა მარქსისტი" კიდევ არ განთავისუფლებულა მენშევიკურ შეხედულებებისაგან; 4. ბიურო აღნიშნავს, რომ მომხსენებელმა ამხ. ლ. ციხისთავმა თავის სიტყვაში არ გააკრიტიკა ჩაჩუას ეს ანტიპარტიული მტკიცება. პარტიის ბიურო ადგენს: 1. არტემ ჩაჩუას საკითხი გადაეცეს სტალინის რაიკომს, პარტიიდან მისი გარიცხვის მიზნით; 2.ამხ. ლუკა ციხისთავს გამოეცხადოს სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით; 3. წინადადება მიეცეს პარტიულ და კომკავშირის ორგანიზაციებს დაამუშავონ დადგენილება არა უგვიანეს 5 დღისა
|