Catalog

Record Details

Catalog Search



ფილიპე გოგიჩაიშვილი - 1 : ფოტო-პორტრეტი Cover Image Picture Picture

ფილიპე გოგიჩაიშვილი - 1 : ფოტო-პორტრეტი

Summary:

ფილიპე გოგიჩაიშვილი (1872-1950) - ეკონომისტი, პუბლიცისტი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიური განყოფილება 1901 წელს. 1892 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1918 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა პოლიტეკონომიის, ფინანსების, სტატისტიკისა და ეკონომიური აზრის ისტორიის საუნივერსიტეტო კურსებს. მისი მეცნიერული ნაშრომები ძირითადად საქართველოს და ამიერკავკასიის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების საკითხებს ეხება. მისი უშუალო მონაწილეობით თარგმნილ-რედაქტირებულია კ. მარქსის "კაპიტალის" პირველი ტომი(1930); მანვე თარგმნა კ. მარქსის "პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის"(1932), "ფილოსოფიის სიღატაკე"(1931), "კაპიტალის მე-2 და მე-3 ტომები(1932-34), "კომუნისტური პარტიის მანიფესტი"(1940), დ. რიკარდოს "პოლიტიკური ეკონომიისა და დაბეგვრის საფუძვლები"(1937), ა. სმითის "გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ"(ტ. 1, 1938) და სხვ. დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ფოლკლორისტიკაშიც. 1903-1913წწ. კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელია, 1918-1920წწ. სახელმწიფო კონტროლიორი(მინისტრი) მენშევიკურ მთავრობაში. 1905-1906წწ. რედაქტორობდა გაზეთ "ივერიას", 1945-1950წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall ი-204 900001651562 Stacks Available -

Electronic resources



Additional Resources