ალექსანდრე ჯავახიშვილი : ფოტოპორტრეტი
ალექსანდრე ჯავახიშვილი (1875-1973) - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1940-1970 წლებში საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. დაამთვრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1900 წელს.1899-1917წწ. მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტსა და მოსკოვის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 1918-1936წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის, გორის, ქუთაისის, ბაქოს პედაგოგიურ ინსტიტუტებში. ქართული მეცნიერული ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია, მისი გამოკვლევები ძირითდად ეხება ეთნოგრაფიულ ანთროპოლოგიას. მან პირველმა საკმაოდ სრული ანთროპოლოგიური პროგრამის მიხედვით შეისწავლა საქართველოს თითქმის ყველა ძირითადი ეთნოგრაფიული ჯგუფი, დაადგინა საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიური თავისებურებები და განსაზღვრა მისი ადგილი ზოგად რასობრივ სისტემატიკაში. შეისწავლა ქართველი ებრაელების ანთროპოლიგიური თავისებურებანი, სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა საქართველოს მოსახლეობაში დოლიქოკეფალიის პრობლემას. მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტი (1926), გეოგრაფიული ინსტიტუტი (1933), საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახ. გეოიგრაფიული ინსტიტუტი (1945).
Record details
- Physical Description: 17 x 23 სმ.
Search for related items by subject
Available copies
- 1 of 1 copy available at United Catalog.
Holds
- 0 current holds with 1 total copy.
Other Formats and Editions
Show Only Available Copies
Location | Call Number / Copy Notes | Barcode | Shelving Location | Status | Due Date |
---|---|---|---|---|---|
Grigol Tsereteli Reading Hall | ი-209 | 900001651567 | Stacks | Available | - |