Catalog

Record Details

Catalog Search



მარო მაყაშვილის განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობის სახელზე :  1920. Cover Image Book Book

მარო მაყაშვილის განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობის სახელზე : 1920.

Summary:

მარო მაყაშვილი (1902—1921) - საქართველოს ეროვნული გმირი, მოწყალების და; დაიღუპა საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან. მარო მაყაშვილი დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახში. მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი — მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ქალიშვილი. მარო მაყაშვილმა დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე). შემორჩენილია მაყაშვილის დღიურები და წერილები. 2015 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მარო მაყაშვილის სახელობის ბაღი გაიხსნა.მარო მაყაშვილის პატივსაცემად ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის დაისის მთავარ გმირს მისი სახელი — მარო — დაარქვა. 2015 წლის 24 დეკემბერს მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს.

Record details

Subject: მარო მაყაშვილი.
განცხადება.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Maro Makashvili Reading Hall მ. მაყაშვილის დარბაზი-8 900001264864 Stacks Available -


Additional Resources