Catalog

Record Details

Catalog Search



სერგი ნარიკაშვილი : ფოტოპორტრეტი Cover Image Picture Picture

სერგი ნარიკაშვილი : ფოტოპორტრეტი

Summary:

სერგი ნარიკაშვილი (1906-1992) - ფიზიოლოგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ს.პ. ნარიკაშვილმა მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო 1931 წელს, ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით. 1937 წ. მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1938 – 1940 წწ. იგი შეისწავლიდა სხვადასხვა ანალიზატორის გააქტივების გავლენას მხედველობით ანალიზატორში მიმდინარე კვალის პროცესებზე და 1946 წ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1953 – 1969 წწ. იყო ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 1961 წ. ს.პ. ნარიკაშვილი საქართველოს მეცმიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს. 1962 წ. მას საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1992 წლამდე ს.პ. ნარიკაშვილი ხელმძღვანელობდა ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ქერქისა და ქერქქვეშა სტრუქტურების ურთიერთობის ლაბორატორიას. მისი თაოსნობით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა მეცნიერების იმ მიმართულებებს, როგორიცაა რადიობიოლოგია, ბიოფიზიკა, მოლეკულური ბიოლოგია. ს.პ. ნარიკაშვილის ლაბორატორიის თანამშრომლების ბაზაზე ინსტიტუტში ჩამოყალიბდა. ს. ნარიკაშვილი იყო ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) წევრი; ჟურნალების: “Physiology and Behavior“ და ი. სეჩენოვის ფიზიოლოგიური ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1963 წ. მას ი. თარხნიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა. 1963 წ. ი. სეჩენოვის წიგნის „თავის ტვინის რეფლექსები“ გამოქვეყნებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა საერთაშორისო ყრილობა, სადაც დაწესებული იყო საკავშირო სიგელი - მეცნიერებაში მიღწევებისათვის. ეს სიგელი ი. ბერიტაშვილთან ერთად მიიღო ს. ნარიკაშვილმა. 1966 წ., ს. ნარიკაშვილის ხელმძღვანელობით, ქ. თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია - „თავის ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურების მოქმედების ქერქული რეგულაცია“. 1990 წ. ს. ნარიკაშვილს (ე. მონიავასთან ერთად) მიენიჭა მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის პრემია. ს. ნარიკაშვილი შეისწავლიდა: ა) ყუმბარის აფეთქების შედეგად გამოწვეული ჰაერის ტალღის გავლენას კუნთოვანი და ნერვული სისტემის აგზნებადობაზე; ბ) ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის, ნათხემის და ახალი ქერქის ელექტრული აქტივობის ცვლილებებს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციური მდგომარეობის დროს (ძილ-ღვიძილი); გ) ტვინის ღეროს ბადებრივი ფორმაციის მოქმედების თავისებურებებს.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall ი-224 900001651582 Stacks Available -

Electronic resources



Additional Resources