გიორგი ელიავა და ფელიქს დერელი: ჯგუფური ფოტო
Record details
- Physical Description: 41 x 60 სმ.
Content descriptions
Formatted Contents Note: | გიორგი ელიავა (1892 – 1937) - ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, სწავლობდა ნოვოროსიისკის, ჟენევისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინიო ფაკულტეტი 1916 წელს.1916 წელს დაინიშნა კავკასიის ფრონტის ქ. ტრაპიზონის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ, ხოლო 1917 წლიდან კი თბილისის ცენტრალური ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიის გამგედ. 1917 წელს განაგებდა საქალაქთაშორისო კავშირის თბილისის ცენტრალურ ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას. აღმოაჩინა უნიკალური ვირუსი და მისი საფუძვლიანად შესწავლის მიზნით გაემგზავრა პარიზში, სადაც 1918-1921წწ. და შემდგომ 1925-1927წწ. მუშაობდა პარიზის პასტერის ინსტიტუტში. 1923 წელს მისი ინიციატივით დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. 1927 წლიდან განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიგიენის, ხოლო 1929 წლიდან - მიკრობიოლოგიის კათედრებს; 1934 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური; 1936 წელს დააარსა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო. ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად სფეროს ბაქტერიოფაგების კვლევა და ფაგოთერაპია წარმოადგენდა. ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ ბაქტერიოფაგი განაპირობებს მიკრობთა ფართო ცვალებადობას. ელიავა იცავდა ბაქტერიოფაგის ცოცხალი ბუნების თეორიას, რაც შემდგომ წარმატებით დადასტურდა. ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს. მისი დაწყებული საქმე მისმა მოსწავლეებმა გააგრძელეს და დღესაც ეს ინსტიტუტი პირველი სამეცნიერო კერაა მსოფლიოს მასშტაბით. ფელიქს დერელი (1873 – 1949) - კანადელი ბაქტერიოლოგი. მუშაობდა გვატემალის, მექსიკის, საფრანგეთისა და ნიდერლანდის ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიებში. 1917 შეისწავლა და დაწვრილებით აღწერა ნ. გამალეას მიერ 1898 აღმოჩენილი მოვლენა, რომელსაც ბაქტერიოფაგია უწოდა. 1923–27 ბაქტერიოლოგიურ ლაბორ. დირექტორი იყო ალექსანდრიაში (ეგვიპტე), 1928-იდან კი – იელის უნივერსიტეტში ნიუ-ჰეივენში (აშშ), ორჯერ (1933–34, 1934–35) იყო საქართველოში. მუშაობდა თბილისის ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტში. გიორგი ელიავასთან ერთად შეიმუშავა სპეციალიზებული ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის შექმნის პროგრამა. დერელის წინადადებით, ბაქტერიოფაგს იყენებენ ზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალოდ. |
Search for related items by subject
Available copies
- 1 of 1 copy available at United Catalog.
Holds
- 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location | Call Number / Copy Notes | Barcode | Shelving Location | Status | Due Date |
---|---|---|---|---|---|
Grigol Tsereteli Reading Hall | ი-341 | 900001651661 | Stacks | Available | - |