მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე სახელოსნოში გრიგოლ წერეთლის ბიუსტზე მუშაობისას: ჯგუფური ფოტო
Record details
- Physical Description: 10 x 13,2 სმ.
Content descriptions
General Note: | ფოტო გადაღებულია 1930-იან წლებში. |
Formatted Contents Note: | იაკობ ნიკოლაძე (1876 - 1951) — ქართველი მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1946), ყოფილი სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1947), თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი (1922). 1892-1894წწ. სწავლობდა მოსკოვში სტროგანოვის ცენტრალური სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში; 1894-1895წწ. და 1897-1898წწ. ოდესის სამხატვრო სკოლაში; 1899-1901წწ. პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. 1902 წელს მცირე ხნით პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდა; მიწვეულ იქნა ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების მასწავლებლად; აქვე გამოფენის ცენტრალური პავილიონისათვის შექმნა დეკორატიული რელიეფი და ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია; 1904–1910წწ. ისევ პარიზში ცხოვრობდა, 1906–1907წწ. მუშაობდა როდენის სახელოსნოში; ამ პერიოდს ასახავს ი. ნიკოლაძის მოგონებათა წიგნი "ერთი წელი როდენთან"; აღნიშნული პერიოდის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: "ქარი"(ქვა, 1905, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "ჩრდილოეთის ასული"(მარმარილო, 1906, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "მოცეკვავე"(ბრინჯაო, 1906, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "სალომე"(მარმარილო, 1906, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); მისი დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი "მწუხარე საქართველო"; 1937–1938წწ. შექმნა შოთა რუსთაველის სამი პორტრეტი; 1922 წელს ეგნატე ნინოშვილის, 1923 წელს აკაკი წერეთლის, 1944 წელს XII საუკუნის ქართველი პოეტისა და მოაზროვნის – ჩახრუხაძის პორტრეტი; ჩახრუხაძის პორტრეტი მოქანდაკის ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევარია. გრიგოლ წერეთელი (1870-1938) - ქართველი ფილოლოგი, პროფესორი, ელინისტი, პაპიროლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კლასიკური ფილოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დამაარსებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1914), პროფესორი (1905). 1893 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. უნივერსიტეტში სპეციალობად აირჩია კლასიკური ფილოლოგია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად. ამავე დროს აირჩიეს არქეოლოგიური საზოგადოების წევრად. 1894 წლიდან ლექციებს კითხულობდა არქეოლოგიურ ინსტიტუტში და ასწავლიდა ძველ ბერძნულსა და ლათინურს პეტერბურგის მეათე გიმნაზიაში. 1897 წელს ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები, რის შემდეგაც სამი წლით მიავლინეს საზღვარგარეთ სამეცნიერო მუშაობისათვის. იგი უპირატესად მოღვაწეობდა ბერლინის უნივერსიტეტში. მუშაობდა ბერძნულ ხელნაწერებსა და პაპირუსებზე ვენის, მიუნხენის, პარიზის, ლონდონის, ოქსფორდის, რომის, ვენეციის, ნეაპოლის, ფლორენციისა და ათენის მუზეუმებში. 1902 წლიდან, პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ გრიგოლ წერეთელი სამი წლის განმავლობაში იყო უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ხოლო სამაგისტრო დისერტაციის დაცვის შემდეგ 1905 წელს აირჩიეს დორპატის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტის მასწავლებლად. 1914 წელს თავისი ნაშრომით ,,მენანდრეს ახალი კომედიები’’ მოიპოვა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, რის შემდეგაც აირჩიეს პეტერბურგის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგედ და 1920 წლამდე პეტერბურგის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. 1919 წლის 18 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა პროფესორ გრიგოლ წერეთლის მოწვევა ბერძნული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. 1920 წელს გრიგოლ წერეთელი ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა კლასიკური ფილოლოგიის კათედრას. 1923-1931 წლებში გრიგოლ წერეთელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი იყო. მან ხელი შეუწყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტებას საბჭოთა და საზღვარგარეთული სამეცნიერო ლიტერატურით. მისი თაოსნობით თბილისის უნივერსიტეტი უცხოეთის 50 სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან აწარმოებდა ლიტერატურის გაცვლას. გრიგოლ წერეთლის მოღვაწეობიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაპიროლოგიური კვლევა-ძიება. მასვე ეკუთვნის ივანე ჯავახიშვილის დახმარებით გამოცემული ხუთტომიანი ,,რუსეთისა და საქართველოს კოლექციათა პაპირუსები’’. მის ფუძემდებლურ ნაშრომთაგან ასევე აღსანიშნავია ,,ბერძნული ლიტერატურის ისტორია’’ სამ ტომად, რომელთაგან ორი ტომი დაიბეჭდა ქართულად 1927 და 1935 წლებში. |
Search for related items by subject
Subject: | ნიკოლაძე, იაკობ წერეთელი, გრიგოლ ქართველი მოქანდაკეები. ქართველი მეცნიერები > ბიზანტინოლოგია > პაპიროლოგია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები. |
Available copies
- 1 of 1 copy available at United Catalog.
Holds
- 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location | Call Number / Copy Notes | Barcode | Shelving Location | Status | Due Date |
---|---|---|---|---|---|
Grigol Tsereteli Reading Hall | ი-384 | 900001794126 | Stacks | Available | - |