Catalog

Record Details

Catalog Search



დავით შარაშიძის სასაფლაო ლევილში : ლევილის სასაფლაოს ფოტოალბომი Cover Image Picture Picture

დავით შარაშიძის სასაფლაო ლევილში : ლევილის სასაფლაოს ფოტოალბომი

Record details

  • Physical Description: 9 x 13,5 სმ.

Content descriptions

General Note:
ფოტო გადაღებულია 2017 წელს.
Formatted Contents Note:
ქართველთა სასაფლაო ლევილში: დავით შარაშიძე (1886-1935) - სოციალ–დემოკრატიის წევრი, დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. მშობლები, გიგო შარაშიძე და ნინო ქიქოძე, სახალხო პედაგოგები იყვნენ. ასწავლიდნენ ბახვის სკოლაში, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსს აუგია (ნინო ქიქოძე გაბრიელ ეპისკოპოსის ძმისწული გახლდათ). მათი ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი, დავითი, თავდაპირველად სოფლის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ქუთაისში და ბოლოს ოდესის რეალურ სასწავლებელში განაგრძო სწავლა. ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1905 წლის სტუდენტური გამოსვლების შემდეგ დააპატიმრეს. რამდენიმე თვეში გაანთავისუფლეს იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ დატოვებდა რუსეთის იმპერიის საზღვრებს. გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც ჟენევის უნივერსიტეტში მიიღო უმაღლესი განათლება. სამშობლოში დაბრუნებულს კვლავ არ მისცეს აქ ცხოვრების უფლება და იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილიყო. მხოლოდ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. დავით შარაშიძე დაარსების დღიდან რედაქტორობდა სოციალ–დემოკრატთა რუსულ ენაზე გამომავალ გაზეთ „ბორბას“. 1919 წელს აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აიძულეს ემიგრაციაში წასულიყო. 1925 წლამდე სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ კი საფრანგეთში დასახლდა და იქ გააგრძელა პოლიტიკური და ჟურნალისტური მოღვაწეობა. დავით შარაშიძე იყო სოციალ–დემოკრატიული მიმართულების ჟურნალების „ბრძოლის“ და „ბრძოლის ხმის“ რედაქტორი, ასევე, პარიზში გამომავალი ინტერპარტიული ორგანოს „დამოუკიდებელი საქართველოს“ თანარედაქტორი. მისი პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა საზღვარგარეთულ ჟურნალ–გაზეთებში. მას ეკუთვნის ანრი ბარბიუსის საპასუხოდ ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებული მოზრდილი ნაშრომი სათაურით „საბჭოები და საქართველო“, რომელსაც თან ახლავს კ. კაუცკის ვრცელი წინასიტყვაობა. დავით შარაშიძეს ჰყავდა ფრანგი მეუღლე, ელენე. მათი ვაჟი გიორგი (გოგი) შარაშიძე ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი გახდა და პარიზის უნივერსიტეტში ასწავლიდა. დავითის უფროსი ძმა, შალვა შარაშიძე ცნობილი პოეტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე იყო (წერდა „თაგუნას“ ფსევდონიმით). მათი და, ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე ასევე ცნობილი მეცნიერი–ისტორიკოსი გახლდათ. 1919 წელს იგი საქართველოს დამფუძნებელ კრების წევრად იქნა არჩეული სოციალ–დემოკრატიული პარტიიდან. დავით შარაშიძე 1935 წლის 5 ნოემბერს პარიზში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.
Subject: შარაშიძე, დავით ,
ქართველი ემიგრანტები.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები.
ლევილი > საფრანგეთი.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall ი-416 900001651730 Stacks Available -

Electronic resources



Additional Resources