Catalog

Record Details

Catalog Search



რუბენ აუშტროვის საფლავი ლევილში : ლევილის სასაფლაოს ფოტოალბომი Cover Image Picture Picture

რუბენ აუშტროვის საფლავი ლევილში : ლევილის სასაფლაოს ფოტოალბომი

Record details

  • Physical Description: 9 x 13,5 სმ.

Content descriptions

General Note:
ფოტო გადაღებულია 2017 წელს.
Formatted Contents Note:
ქართველთა სასაფლაო ლევილში: რუბენ აუშტროვი (1887-1937) - საქართველოში მოღვაწე ეროვნებით სომეხი პოლიტიკოსი, იურისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. რუბენ გიორგის ძე აუშტროვი დაიბადა 1887 წლის 24 ივნისს, ქუთაისის გუბერნიის ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობისას გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და აქტიურად მონაწილეობდა მოსკოვში 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა ვექილთა (ადვოკატთა) კორპორაციაში, ამავდროულად მუშაობდა არალეგალურ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში პროპაგანდისტად და ორგანიზატორად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მუშაობდა ტფილისის მუშთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში, არჩეული იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრად. რუბენ აუშტროვი იყო 1917 წლის დეკემბერში საქართველოს წითელი გვარდიის — შემდგომში, სახალხო გვარდიის — ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად და ასრულებდა მდივნის მოვალეობას. რუბენ აუშტროვი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამხედრო კომისიის წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. ემიგრაციაში ყოფნისას დაავადდა ასმით და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1937 წლის 23 დეკემბერს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე. .
Subject: აუშტროვი, რუბენ
ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.
მოსკოვის უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი..
სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
ქართველი ემიგრანტები.
ლევილი > საფრანგეთი.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall ი-541 900001651855 Stacks Available -

Electronic resources



Additional Resources