Catalog

Record Details

Catalog Search



არჩილ ზურაბიშვილის და რეი მიუსო-ზურაბიშვილის საფლავი ლევილში : ლევილის სასაფლაოს ფოტოალბომი Cover Image Picture Picture

არჩილ ზურაბიშვილის და რეი მიუსო-ზურაბიშვილის საფლავი ლევილში : ლევილის სასაფლაოს ფოტოალბომი

Record details

  • Physical Description: 9 x 13,5 სმ.

Content descriptions

General Note:
ფოტო გადაღებულია 2017 წელს.
Formatted Contents Note:
ქართველთა სასაფლაო ლევილში: რეი მიუსო-ზურაბიშვილი (1906-1982); არჩილ ზურაბიშვილი(1896-1964) - არჩილ ზურაბიშვილი დაიბადა ქუთაისში, 1896 წლის 25 აპრილს. 1914 წელს დაამთავრა თბილისის მე-5 გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის საარტილერიო სასწავლებელში. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა გერმანიის ფრონტზე რუსეთის არმიის შემადგენლობაში. რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მსახურობდა ქართულ სამხედრო უწყებაში, რომელსაც გენერალი ივანე ჯაფარიძე განაგებდა. 1919 წელს საქართველოს მთავრობამ არჩილ ზურაბიშვილი სხვა ახალგაზრდებთან ერთად გააგზავნა საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად. არჩილი შევიდა გრენობლის ელექტრო-ტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1922 წელს დაასრულა. სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. როდესაც მისი მშობლები საქართველოს ანექსიის შემდეგ პარიზში ჩავიდნენ, ოჯახს შეუერთდა.არჩილ ზურაბიშვილი მსახურობდა „როლს-როისის" საზოგადოებაში; 1928 წელს, პარიზში, შოთა ნიკოლაძესთან ერთად აღადგინა სპორტული საზოგადოება „შევარდენი“; ინჟინერ აპოლონ კობახიძესთან ერთად დააარსა „საფრანგეთში მყოფ ქართველ ინჟინერთა და ტექნიკოსთა საზოგადოება“; მას დიდი წვლილი მიუძღვის პარიზში ქართული ეკლესიის ფუნქციონირებაში; ბრწყინვალედ იცოდა უცხო ენები – ფრანგული, ინგლისური, გერმანული (სხვათა შორის, არჩილ ზურაბიშვილმა გაუწია თარჯიმნობა ირაკლი წერეთელს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორდ კერზონთან შეხვედრაზე). 1962 წელს, პარიზში, არჩილმა გამოსცა მამის, ივანე ზურაბიშვილის წიგნი „კარგ ქართველთა ხსოვნისათვის". არჩილ ზურაბიშვილის მეუღლე იყო რეი მიუსო. მათი შვილებია ტარიელ და მილი ზურაბიშვილები. ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლები გახდნენ ივანე ზურაბიშვილის მომდევნო ვაჟებიც, გიორგი და ლევანი. არჩილ ზურაბიშვილი გარდაიცვალა 1964 წლის 19 იანვარს, პარიზში, დაკრძალულია ლევილში.
Subject: ზურაბიშვილი, არჩილ
მიუსო-ზურაბიშვილი, რეი
მოსკოვის საარტილერიო სასწავლებელი.
გრენობლის ელექტრო-ტექნიკური ინსტიტუტი.
ქართველი ემიგრანტები.
ლევილი > საფრანგეთი.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall ი-611 900001651925 Stacks Available -


Additional Resources