კოტე ჯავრიშვილი: ფოტოპორტრეტი
კოტე ჯავრიშვილი (1914-1977) - გეოლოგი, მთასვლელი, სპელეოლოგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს. მუშაობდა მთიულეთის საძიებო-გეოლოგიური ექსპედიციის უფროსად, შახტის მთავარ გეოლოგად; ჟურნალ "დროშის" განყოფილების გამგედ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სწავლულ მდივნად; ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გამგედ (1966-1974); 1930-1940წწ. ხელმძღვანელობდა ალპურ ასვლებს ლაღზწითზე, შინოზე, ქომიტოზე, ტებულოზე, მყინვარწვერზე, გისტოლაზე, კათინთაუზე, თეთნულდზე, ჯანღაზე და სხვა მწვერვალებზე; 1944 წელს ხელმძღვანელობდა სამხედრო ნაწილების ასვლებს ირანის უმაღლეს მწვერვალზე — დემავენდზე. სსრკ-გერმანიის ომის წლებში იყო ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამთო-სათხილამურო მომზადების განყოფილების უფროსი;1947-1956 წლებში იყო რეპრესირებული; კონსტანტინე ჯავრიშვილმა შეადგინა გეოლოგიის ტერმინოლოგია (1941; გ. ლომთათიძესა და მ. ფოფხაძესთან ერთად), თარგმნა რუსულიდან ალექსანდრე ფერსმანის "გასართობი მინერალოგია" (გ. ლომთათიძესთან ერთად), კ. სიმონოვის "20 დღე უომრად" (ა. ცინცაძესთან ერთად) და სხვა; ფრანგულიდან ონორე დე ბალზაკის "მამა გორიო", ალბერ კამიუს "შავი ჭირი", ჟიულ ვერნის "კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი"; ავტორია ნარკვევებისა "მთები და ადამიანები"(1970), "მე თბილისელი ვარ" (1972); იყო ქართულ ენაზე გამოსული ჟიულ ვერნის თხზულებათა მრავალტომეულის სარედაქციო კოლეგიის წევრი; რედაქტორი სპელეოლოგიური კრებულებისა — "საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები".
Record details
- Physical Description: 8,5 x 12,5 სმ.
Search for related items by subject
Subject: | ჯავრიშვილი, კოტე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქართველი მეცნიერები > გეოლოგია. ქართველი ალპინისტები. |
Search for related items by series
Available copies
- 1 of 1 copy available at United Catalog.
Holds
- 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location | Call Number / Copy Notes | Barcode | Shelving Location | Status | Due Date |
---|---|---|---|---|---|
Grigol Tsereteli Reading Hall | ი-655 | 900001651968 | Stacks | Available | - |