Catalog

Record Details

Catalog Search



შალვა დადიანი და დოდო (ისაკ) ანთაძე: ჯგუფური ფოტო Cover Image Picture Picture

შალვა დადიანი და დოდო (ისაკ) ანთაძე: ჯგუფური ფოტო

Summary:

შალვა დადიანი (1874-1959) - მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი. დაიბადა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. სწავლა-განათლება შინ მიიღო. ადრეული სიჭაბუკის წლებში შ. დადიანი გაიტაცა ეპოქის პროგრესულმა სოციალურმა და პატრიოტულმა იდეებმა. ამ იდეებით არის გამსჭვალული მისი ლექსების პირველი კრებული "ნაპერწკალი" (1892) და პროზაული მინიატურები. 1893 წლიდან მან მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვ. ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა "მოძრავი დასი", რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა. შ. დადიანი არსებითად ქართულ დრამატურგიაში კომედიური ჟანრის ფუძემდებელია. მის კომედიაში "კაკალ გულში"(1928) მხილებულია შემორჩენილი ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. დრამატურგიაში ტრაგედიის ჟანრის აღორძინების ერთ-ერთი პირველი ცდა იყო დადიანის პიესა "თეთნულდი" (1931), რომელშიც ავტორმა ძველისა და ახლის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ახალი სამყაროს გარდაუვალი გამარჯვება დაგვიხატა. შალვა დადიანი ავტორია ისტორიული რომანისა "გიორგი რუსი" (1916 – 1926), რომელშიც ასახულია XII – XIII საუკუნეების საქართველო. ქართული მემუარული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია მწერლის მოგონებათა წიგნი "რაც გამახსენდა (1959). შალვა დადიანს დაწერილი აქვს მრავალი მოთხრობა, ნოველა, პუბლიცისტური წერილები; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობა. მის პიესებს დღემდე თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ქართული თეატრის რეპერტუარში.
დოდო (ისაკ) ანთაძე (1900-1978) - რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე, სსრკ სახალხო არტისტი, ქართული თეატრალური მოღვაწე. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ–ერთი ფუძემდებელი. 1919–1920 წლებში სწავლობდა თბილისის გ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. 1921–1925 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში რეჟისორის თანაშემწე, 1925 წლიდან რეჟისორი. 1927–1928 წლებში მუშაობდა თბილისის მუშათა თეატრში. 1928 წლიდან იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ქართული თეატრის ხელმძღვანელი. იმავე წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქუთაისში მეორე სახელმწიფო დრამის თეატრის(ახლანდელი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) შექმნაში. 1928–1933 წლებში იყო ამ თეატრის რეჟისორი და მარჯანიშვილისეული დადგმების თანაავტორი. 1933–1938 წლებში იყო თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1938–1952 წლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძრვანელი, 1952–1957 წლებში თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის, 1957–1962 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორი. 1974 წლიდან იყო საქართველოს ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი. მნიშვნელოვანი დადგმები და სპექტაკლები: პ. კაკაბაძის "მიწისძვრა"(1925), გ. ბააზოვის "მუნჯები ალაპარაკდნენ"(1932), "იცკა რიჟინაშვილის"(1937), შ. დადიანის "ნინოშვილის გურია" (1934), "გუშინდელნი"(1939), ა. აფინოგენოვის "შორეული"(1936), ვ. გაბესკირიას "მათი ამბავი"(1939), უ. შექსპირის "ოტელო" (1939), "მეფე ლირი"(1941), ა. სუხოვო-კობილონის "კრეჩინსკის ქორწინება"(1944), ფ. შილერის "ყაჩაღები"(1948), ნ. გოგოლის "რევიზორი"(1952), ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"(1957) და სხვ. დოდო ანთაძე სპექტაკლების დგამდა სომხეთში, ქალაქ გიუმრის თეატრში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall ი-687 900001651999 Stacks Available -


Additional Resources