ივანე ჯავახიშვილის მამა ალექსანდრე ჯავახიშვილი : ფოტოპორტრეტი
ივანე ჯავახიშვილი (1876-1940) - ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ალექსანდრე ჯავახიშვილი - ივანეს მამა, ძლიერი ინტელექტის, მტკიცე ნებისყოფის, ტანდაბალი, მაგრამ მკვრივი აგებულების იყო. ახასიათებდა პირდაპირობა, ხასიათის სისპეტაკე, თავაზიანობა, ბეჯითობა და თავმდაბლობა. თავადი ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილი გიმნაზიის მასწავლებელი იყო. ალექსანდრე წლების მანძილზე მუშაობდა აღმოსავლეთ საქართველოს სკოლების ზედამხედველად. ერთ-ერთ სკოლაში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე სოფიო ვახვახიშვილი, თელაველი თავადის – ათანასე ვახვახიშვილის ასული. მათ ჰყავდათ ექვსი შვილი: ეკატერინე, ივანე, გიორგი, დათა, ალექსანდრა, მიხეილი. მამა ცდილობდა, შვილები დაეინტერესებინა სწავლით და ყოველნაირად უწყობდა ხელს.
Record details
- Physical Description: 9,5 x 14 სმ.
Search for related items by subject
Search for related items by series
Available copies
- 1 of 1 copy available at United Catalog.
Holds
- 0 current holds with 1 total copy.
Other Formats and Editions
Show Only Available Copies
Location | Call Number / Copy Notes | Barcode | Shelving Location | Status | Due Date |
---|---|---|---|---|---|
Grigol Tsereteli Reading Hall | ი-718 | 900001652025 | Stacks | Available | - |