Catalog

Record Details

Catalog Search



ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი, ნათელა ჯავახიშვილი, კიტა აბაშიძე ოჯახთან ერთად და ნინო თუმანიშვილი : ჯგუფური ფოტო Cover Image Picture Picture

ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი, ნათელა ჯავახიშვილი, კიტა აბაშიძე ოჯახთან ერთად და ნინო თუმანიშვილი : ჯგუფური ფოტო

Summary:

ანასტასია ნიკოლოზის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი (1884—1969) — ივანე ჯავახიშვილის მეუღლე.დაამთავრა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელი, პარალელურად სამუსიკო სასწავლებელი ვიოლინოს სპეციალობით. 1906 წელს თავისი ბედი დაუკავშირა ივანე ჯავახიშვილს. შეეძინათ სამი შვილი: ნათელა, კახა და ალექსანდრე (ლალი). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ნათელა ჯავახიშვილი (1908-1983) - ივანე ჯავახიშვილის და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ქალიშვილი.
ნინო თუმანიშვილი-ორბელიანი (1850 - 1939) - ივანე ჯავახიშვილის მეუღლის ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის დედა.
კიტა აბაშიძე (1870-1917) - ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1901) და ლიდერთაგანი. დაიბადა სოფელ ლესაში, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. 1889 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და გაემგზავრა პარიზში ლიტერატურისა და ენების შესასწავლად. 1895 წლიიდან მუშაობდა თბილისის კონტროლის პალატაში, შემდეგ მომრიგებელ მოსამართლედ ჯერ რაჭის მაზრაში, მერე ჭიათურაში. 1896 წლიდან კიტა აბაშიძე "ივერიის" თანამშრომელი ხდება ილია ჭავჭავაძის მიწვევით. 1898 წლიდან იწყება კიტა აბაშიძის, როგორც XIX საუკუნის ქართული ლიტერატურული კრიტიკოსის შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდი. ამ წელს "მოამბის" ფურცლებზე ზედიზედ იბეჭდება მისი "ეტიუდები ქართული ლიტერატურიდან", ასევე კრიტიკული ეტიუდი ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ, უფრო მოგვიანებით კი 1900წ. – ეტიუდები ვახტანგ ორბელიანისა და გიორგი ერისთავის შემოქმედებაზე. ჩართული იყო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის საქმიანობაში, პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში: "ცნობის ფურცელში", "სახალხო გაზეთსა" და "დროებაში". კ. აბაშიძე სალიტერატურო სარბიელზე გამოდის 1893 წლიდან და იმდროინდელ პრესაში სისტემატურად აქვეყნებს ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს XIX-XX საუკუნეების ქართული, რუსული და ევროპული ლიტერატურის საკითხებზე, თეატრალურ რეცენზიებს, თარგმანებს, პუბლიცისტურ სტატიებს და სხვა. კ. აბაშიძის ლიტერატურულ-კრიტიკული მოღვაწეობა ახალ, აღმავალ ეტაპს ქმნის ქართული კრიტიკის აზროვნების ისტორიაში; ფუნდამენტურმა ნაშრომმა "ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ" საფუძველი ჩაუყარა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის მეცნიერულ შესწავლას. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომებია: "დავით კლდიაშვილი", "ილია ჭავჭავაძე და ლევ ტოლსტოი", "ესთეტიკის და ლიტერატურის თეორიის საკითხები".

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall ი-797 900001652104 Stacks Available -


Additional Resources