Catalog

Record Details

Catalog Search



ტრისტან მახაური და ტოგო ჭელიძე სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმთან : ჯგუფური ფოტო Cover Image Picture Picture

ტრისტან მახაური და ტოგო ჭელიძე სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმთან : ჯგუფური ფოტო

Summary:

ტრისტან მახაური (1959-2018) - მწერალი, მეცნიერი, ფოლკლორისტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე იყო თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. 1978-1984 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ნაშრომი, „მესტვირეობის ტრადიცია ფშავში“ გამოაქვეყნა 1981 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მე-4 ნომერში. გამოქვეყნებული აქვს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული და ლიტერატურულ-კრიტიკული ხასიათის წერილები, რეცენზიები, ნარკვევები, საკუთარი ლექსები, თარგმანები. ტრისტან მახაური გარდაიცვალა 2018 წლის 4 იანვარს. დაკრძალულია სოფელ გომეწრის სასაფლაოზე.
ტოგო ჭელძე - დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა - სამართალმცოდნე; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში; იურიდიულ-აუდიტორული ფირმა სპს "თოიძე, კომპანია და პარტნიორები", იურისტი; მეწარმეთა საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი; მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლექტორი; მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტი; დირექტორის მოადგილე; ოზურგეთის რაიონული სასამართლო, მთავარი სპეციალისტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტი, სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე; სტუდენტური ორგანიზაცია „ახალგაზრდული განვითარების ცენტრი"-ის დამფუძნებელი; სოციალური კვლევის, ანალიზისა და კონსულტაციის ცენტრის თავმჯდომარე.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall მახ-844 900001818346 Stacks Available -


Additional Resources