Catalog

Record Details

Catalog Search



ტრისტან მახაური, ხვთისო მამისიმედიშვილი და მიხეილ ღანიშაშვილი უცნობ პირებთან ერთად : ჯგუფური ფოტო Cover Image Picture Picture

ტრისტან მახაური, ხვთისო მამისიმედიშვილი და მიხეილ ღანიშაშვილი უცნობ პირებთან ერთად : ჯგუფური ფოტო

Summary:

ტრისტან მახაური (1959-2018) - მწერალი, მეცნიერი, ფოლკლორისტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე იყო თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. 1978-1984 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ნაშრომი, „მესტვირეობის ტრადიცია ფშავში“ გამოაქვეყნა 1981 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მე-4 ნომერში. გამოქვეყნებული აქვს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული და ლიტერატურულ-კრიტიკული ხასიათის წერილები, რეცენზიები, ნარკვევები, საკუთარი ლექსები, თარგმანები. ტრისტან მახაური გარდაიცვალა 2018 წლის 4 იანვარს. დაკრძალულია სოფელ გომეწრის სასაფლაოზე.
ხვთისო მამისიმედიშვილი (1950- ) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. რამდენიმე მონოგრაფიისა და ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათ შორის ავტორი წიგნებისა: „ვაინახები და ქართველი მთიელები“ (1997), „პანკისი, წარსული და თანამედროვეობა“ (2008), „ჯვარ-ხატები საკულტო ტექსტებში“ (2009).
მიხეილ ღანიშაშვილი (1964 - ) - მწერალი, ფილოლოგი; დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1990 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: თბილისის საჯარო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ახმეტის რაიონულ გაზეთ "ბახტრიონის" მთავარ რედაქტორად, თბილისის ერთ-ერთი კერძო პედაგოგიური ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის პედაგოგად, ამავე ინსტიტუტის რექტორად, კომერციულ გაზეთ "ანონსის" რედაქტორად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მეორე სასწავლო ასეულის მეთაურის მოადგილდ, გაზეთ "სამხედრო გაზეთის" კორესპოდენტად, ამავე გაზეთის საინფორმაციო განყოფილების რედაქტორად, სამხედრო გამომცემლობა "ჩირაღდანის" მთავარ რედაქტორად. როგორც სამხედრო ჟურნალისტი, ხანგრძლივი მივლინებებით იმყოფებოდა აშშ-სა და გერმანიაში. 2000 წლიდან მიხეილ ღანიშაშვილი თავს ანებებს ყოველგვარ ოფიციალურ სამსახურს და სამუშაოდ მიემგზავრება ჯერ რუსეთში (ერთი წლით), ხოლო შემდეგ - უკრაინაში. კიევში, თითქმის შვიდი წლის მანძილზე ყოფნისას, ერთვება იქაური სათვისტომოს საქმიანობაში, არის სათვისტომოს მიერ გამომვალ ყოველთვიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალ "საქართველოსა" და ამავე სათვისტომოს ბაზაზე არსებული საკვირაო სკოლის აქტიური თანამშრომელი. 2009 წლის ბოლოსთვის საბოლოოდ ბრუნდება სამშობლოში და ხელს კიდებს პირად მეურნეობას სოფელში. ათეული წლებია, რაც აქტიურ სამწერლო-სალიტერატურო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას, ის, ოთხი წლის მანძილზე, თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრეს. იყო ამ წრის ლიტერატრულ ალმანახ "პირველი სხივის" რედკოლეგიის წევრი. 1992 წელს მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა მწერალთა დამოუკიდებელი გაერთიანება, კავშირი - პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი", რომლის უცვლელი თამჯდომარეც არის დღემდე. სწორედ ამ კავშირის ბაზაზე ფუნქციობს მისი ორი ლიტერატურული პროექტი: "მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარები"(თბილისში) და "ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი" (ჭართალაში). ჩატარებული აქვს ასეულობით სახელოვნებო ღონისძიება როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის მასშტაბით და მის საზღვრებსგარეთ. მ. ღანიშაშვილი ბავშვობიდანვე წერს. მისი ნაწარმოებები სხვადასხვა დროს თარგმნილია: ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ, შვედურ, რუსულ და ჩეჩენურ ენებზე. გამოცემული აქვს 9 პოეტური კრებული.

Record details

  • Physical Description: 9 x 12,5 სმ.

Content descriptions

General Note:
ფოტო გადაღებულია 2001 წლის 13 ოქტომბერს ზ. ჯაფარიძის მემორიალურ ქვასთან.
Subject: მახაური, ტრისტან
ღანიშაშვილი, მიხეილ
მამისიმედიშვილი, ხვთისო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
ქართველი მეცნიერები > ფილოლოგია > ფოლკლორი.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall მახ-821 900001818323 Stacks Available -

Electronic resources



Additional Resources