იოსებ მაჭავარიანი და კოტე მაყაშვილი უცნობ პირებთან ერთად: ჯგუფური ფოტო
Record details
- Physical Description: 12 x 17 სმ.
Content descriptions
Formatted Contents Note: | იოსებ მაჭავარიანი (1873-1937) - დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ტფილისში ნაფიც ვექილად. თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობის პრესაში; იყენებდა ფსევდონიმებს - "კვიმატი"; "მ-ანი, ი.". მეფის რეჟიმის დროს, 1908 წელს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1917 წლიდან - პარტიის დაარსებიდანვე - იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი; პარტიის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგი. 1917 წელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარგზავნილი იყო მოსკოვის "სახელმწიფო თათბირზე" და რუსეთში მცხოვრებ ეროვნებათა ყრილობაზე კიევში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით. იყო იურდიული, სარედაქციო და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში; იყო დამცველთა (შემდგომში - ადვოკატთა) კოლეგიის წევრი. 1923 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის "თვითლიკვიდაციის" პროცესს. პოლიტიკური საბაბით იყო დაპატიმრებული 1928 და 1934 წელს, თუმცა ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო გაათავისუფლეს. შემდგომ წლებში აგრძელებდა მუშაობას ადვოკატთა კოლეგიაში. 1937-1938 წლებში დიდი საბჭოთა ტერორის დროს "კონტრრევოლუციონერობის" ბრალდებით დააპატიმრეს თბილისში. 1937 წლის 17 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 18 სექტემბრის ღამეს. კონსტანტინე მაყაშვილი (1875-1927) - კოტე მაყაშვილი დაიბადა 1875 წლის 13 ნოემბერს (ძველი სტილით) სოფელ იყალთოში, წვრილი მემამულის, თავის დროისათვის საკმაოდ განათლებული და გამჭრიახი გონების მქონე ზაქარია მაყაშვილის ოჯახში.ცხრა წლისა ყოფილა, როცა პირველი ლექსი დაუწერია რუსულ ენაზე. ქართული ჯერ კიდევ არ სცოდნია. ათი წლისა გამხდარა, როცა ბიძამისს კლასიკური გიმნაზიის ნაცვლად სათავადაზნაურო სკოლის პირველ კლასში მიუბარებია.სათავადაზნაურო სკოლაში კოტემ ორი წელი დაჰყო და პირველ მოწაფედ ითვლებოდა. კლასიკური გიმნაზია კოტემ 1895 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც იგი პეტერბურგს გაემგზავრა და ჩაირიცხა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ბედის ირონიით კოტე შორეულ პეტერბურგში შედგომია ქართულის შესწავლას. თბილისში ჩამოსვლისას კოტემ ქართულ გიმნაზიაში პედეგოგოური მოღვაწეობა დაიწყო. 1903 წელს ქართულ სათავადაზნაურო ბანკში დამფასებლად, ხოლო 1915 წელს ამავე ბანკის დირექტორად აირჩიეს კოტე მაყაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში: გაზეთებში – ‘‘ივერია”, ‘‘სახალხო გაზეთი”, ‘‘ისარი”, ‘‘საქართველო”, ‘‘ლომისი”, ‘‘თემი” და სხვა. ჟურნალებში – ‘‘საქართველო,” ‘‘ფასკუნჯი,” ‘‘პრომეთე”, ‘‘ლომისი”. 1914 წელს გამოვიდა პოეტის ლექსების პირველი და ერთადერთი კრებული ‘‘ლირიკა”. 1921 წელს იგი აირჩიეს ხელოვანთა კულტურული კომიტეტისა და ხელოვანთა სასახლის თავმჯდომარედ. იგი იყო ინიციატორი სათავადაზნაურო დაწესებულებასთან იმ განსაკუთრებული ფონდის დაარსებისა, რომელიც დახმარებას უწევდა ყველა ხელმოკლე, ნიჭიერ ახალგაზრდას. იგი იყო აგრეთვე ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებისა და ქართული ფილარმონიული საზოგადოებისა, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისა, ქართული დრამატული საზოგადოებისა, 20-იანი წლების დასაწყისში იყო "კადემიური მწერლობის" კავშირის აქტიური წევრი. საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი, კავშირის ჩამოყალიბებისთანავე აირჩიეს პირველ თავმჯდომარედ და თითქმის ათი წლის განმავლობაში კოტე მაყაშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა დაავადდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1927 წლის 29 აგვისტოს, გარდაიცვალა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბ. |
Search for related items by subject
Available copies
- 1 of 1 copy available at United Catalog.
Holds
- 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location | Call Number / Copy Notes | Barcode | Shelving Location | Status | Due Date |
---|---|---|---|---|---|
Grigol Tsereteli Reading Hall | ი-798 | 900001652105 | Stacks | Available | - |