Catalog

Record Details

Catalog Search



ლეა ფლური, იოლანდა მარშევი და რუთ ნოიკომი თბილისში : ჯგუფური ფოტო Cover Image Picture Picture

ლეა ფლური, იოლანდა მარშევი და რუთ ნოიკომი თბილისში : ჯგუფური ფოტო

Summary:

რუთ ნოიკომი (1920 — 2001) — შვეიცარიელი ქართველოლოგი. ფოლოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1945), 1945-1949 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას. 1949 წლიდან პროფესორ კიტა ჩხენკელის მოწაფე და ერთ-ერთი თანამშრომელია. მასთან ერთად თარგმნა გერმანულად „ვისრამიანი“ (1957), „თანამედროვე ქართული მოთხრობები“ (1974), „ვეფხისტყაოსანი“ (1974).
ლეა ფლური — შვეიცარიელი ქართველოლოგი. სწავლობდა ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. მუშაობდა უცხო ენების მასწავლებლად და მთარგმნელად. 1947 წელს ციურიხის უნივერსიტეტში დაიწყო ქართული ენის შესწავლა პროფესორ კიტა ჩხენკელის ხელმძღვანელობით. ფლურიმ საგანგებოდ შეისწავლა პოლიგრაფიული საქმე და ააწყო რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს „ქართული ენის შესავალი“ ორ ტომად (1955) და „ქართულ-გერმანული ლექსიკონი“ სამ ტომად (26 ნაკვეთი, 1960) და სხვა. 1974 წელს ციურიხის კანტონის ხელმძღვანელობამ „ქართულ-გერმანულ ლექსიკონზე“ მომუშავე კოლექტივის ღვაწლისა და ლექსიკონის გამოსაცემად გაწეული მრავალწლიანი მუშაობისათვის ლ. ფლური, იოლანდა მარშევი და რუთ ნოიკომი დააჯილდოვა.
იოლანდა მარშევი (1920—2015) — შვეიცარიელი ქართველოლოგი. 1939 წელს დაამთავრა გიმნაზია. სწავლობდა რომანულ და კლასიკურ ენებს. ციურიხის უნივერსიტეტში პროფ. კიტა ჩხენკელის ხელმძღვანელობით შეისწავლა ქართული ენა და ლიტერატურა. თანამშრომლობდა კ. ჩხენკელის მიერ გერმანულ ენაზე გამოცემული „ქართული ენის შესავლის“ და „ქართულ-გერმანული ლექსიკონის“ შედგენაში. კ. ჩხენკელის გარდაცვალების შემდეგ მარშევს მიენდო ამ ლექსიკონის დამთავრება. ლეა ფლურისთან და რუთ ნოიკომთან ერთად მან ლექსიკონის გამოცემა დაამთავრა 1974 წელს (გამოიცა 3 ტომად). 1964 წლიდან განაგებდა ქართული ენის კათედრას ციურიხის უნივერსიტეტში. ასწავლიდა ქართულ ენას, კითხულობდა ლექციებს ქართული ენის სტრუქტურისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებზე.

Record details

  • Physical Description: .

Content descriptions

General Note:
ფოტო გადაღებულია თბილისში 1968 წელს.
Subject: ნოიკომი, რუთ
ფლური, ლეა
მარშევი, იოლანდა
ციურიხის უნივერსიტეტი.
ქართველოლოგები.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall ი-820 900001652127 Stacks Available -


Additional Resources