შალვა პაპუაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი კიტა და აკაკი ჩხენკელების არქივის გამოფენაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში : ჯგუფური ფოტო
2021 წლის 14 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელისა და მისი ძმის, ენათმეცნიერ კიტა ჩხენკელის უნიკალური პირადი არქივის ნაწილი გამოიფინა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ხელნაწერები, უნიკალური ფოტო მასალა და საარქივო დოკუმენტები, სადაც ნაჩვენებია კიტა ჩხენკელის ფუნდამენტურ ნაშრომებზე მუშაობის პროცესი, გამომცემლობა "ამირანის" საქმიანობა, ასევე მიმოწერები ცნობილ ქართველ მეცნიერებთან: ვიქტორ ნოზაძესთან, გიორგი ნაკაშიძესთან. გამოფენა გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა. საგამოფენო ექსპონატები წარმოადგინა ახალგაზრდა ისტორიკოსმა, „დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჯავახიშვილმა. ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სტუდენტები და მკვლევრები ესწრებოდნენ.
Record details
- Physical Description: 21 x 30 სმ.
Search for related items by subject
Subject: | ჩხენკელი, კიტა ჩხენკელი, აკაკი შარვაშიძე, გიორგი გაიპარაშვილი, ზურაბი პაპუაშვილი, შალვა ჯავახიშვილი, გიორგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Available copies
- 1 of 1 copy available at United Catalog.
Holds
- 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location | Call Number / Copy Notes | Barcode | Shelving Location | Status | Due Date |
---|---|---|---|---|---|
Grigol Tsereteli Reading Hall | ი-892 | 900001652187 | Stacks | Available | - |