Catalog

Record Details

Catalog Search



ირაკლი ალექსანდრეს ძე ბატონიშვილი–გრუზინსკი: (ასლი). Cover Image Book Book

ირაკლი ალექსანდრეს ძე ბატონიშვილი–გრუზინსკი: (ასლი).

Record details

  • Physical Description: 10X15სმ.

Content descriptions

General Note:
ირაკლი ალექსანდრეს ძე ბატონიშვილი (ერეკლე)(ირაკლი ბატონიშვილი) (1827-1882) – ალექსანდრე ერეკლე II-ის ძე ბატონიშვილის ერთადერთი ვაჟი. დაიბადა სპარსეთში. ერთხანს ერევანში იზრდებოდა დედასთან - მარიამ სააკის ას. აღამალოვასთან. 7 წლის ირაკლი ბატონიშვილი დედასთან ერთად გაგზავნეს პეტერბურგში, სადაც იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა - ჯერ ცარსკოე-სელოს სასწავლებელში მიაბარეს, შემდეგ კი სამხედრო სასწავლებელში გადაიყვანეს პეტერბურგში, მაგრამ ირაკლიმ რუსეთში სწავლა (საერთოდ იქ ყოფნა) არ ისურვა და დატოვა სასწავლებელი. 1840-იან წლებში იგი თბილისშია და მიხეილ ვორონცოვის ყურადღებითაა გარემოცული. 1860-იანი წწ. დასასრულს ირაკლი ბატონიშვილი სამკურნალოდ გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც დაუახლოვდა იმპერატორ ნაპოლეონ III-ს. საფრანგეთშივე (პარიზში) გაიცნო ალ. ჭავჭავაძის შვილიშვილი თამარ დავითის ას. ჭავჭავაძე (1852-1933) და იქვე დაქორწინდა მასზე. ირაკლი ბატონიშვილი ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობას: მისი ინიციატივით მთაწმინდასა და ავლაბარში ორი ქართული სკოლა გაიხსნა (1860-იანი წწ.), მას ეკუთვნოდა თბილისის გოგირდოვანი აბანოების ნაწილი, რომლის შემოსავალსაც ძირითადად საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა. იგი გარეგნულად ძლიერ გავდა თავის სასიქადულო პაპას ერეკლე II-ს და ეროვნული ღირსებაც გამახვილებული ქონდა - დემონსტრაციულად ატარებდა ჩოხა-ახალუხს, ერთხელ ბორჯომის პარკში, "დიდად ამაყად თავაწეულ" დიდ მთავარს ნიკოლოზ მიხეილის ძეს (რომანოვს) ზედაც არ შეხედა და ეს ამბავი მაშინვე გახმაურდა საზოგადოებაში. ირაკლი ბაგრატიონ-გრუზინსკის დაკრძალვა გრანდიოზულ სამგლოვიარო მსვლელობაში გადაიზარდა (გამოასვენეს სიონის ტაძრიდან და დაკრძალეს სვეტიცხოველში). გარდაიცვალა 55 წლის, დარჩა ორი შვილი. უნდა აღინიშნოს რომ იმ დროს თბილისში და საერთოდ საქართველოში ბატონიშვილები გარდა ერეკლესი არავინ ცხოვრობდა.
Subject: ქართველი თავადაზნაურობა.
ქართველი საზოგადო მოღვაწენი.
ირაკლი ბაგრატიონ–გრუზინსკი.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog.

Holds

  • 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Grigol Tsereteli Reading Hall ი–1033 900001878872 Stacks Available -


Additional Resources