უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მისალმება ამხ. ლ. ბერიას // ბოლშევიკური კადრებისათვის: ტფილისის უნივერსიტეტის 10 დღიური ორგანო გაზეთი 1936 წელი № 3 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ძვირასო ამხ. ლავრენტი! ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულნი მხურვალე სალამს გიძღვნით შენ, ამხ. სტალინის საუკეთესო მოწაფეს, რომლის ხელმძღვანელობითაც ა.კ. ბოლშევიკებმა მიაღწიეს მხარის სამეურნეო და კულტურულ აყვავებას და გადააქციეს იგი საბჭოთა კავშირის მარგალიტად. პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ტფილისის კომიტეტის ხელმძღვანელობით, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შესძლო მიმდინარე წელს გამოეშვა მაღალი კვალიფიკაციის, კომუნიზმის საქმისათვის მებრძოლი, ლენინისა და სტალინის პარტიის ერთგული კადრები. შეუპოვარი მუშაობით, შენი ხელმძღვანელობით, ჩვენ შევძელით მეცნიერული დისციპლინების წარმატებით ათვისება და უნივერსიტეტის სრული კურსის ბრწინვალედ დამთავრება. გაუმარჯოს ჩვენს მასწავლებელს და ბელადს დიდ სტალინს! გაგიმარჯოს შენ, ა–კ. ბოლშევიკებისა და მშრომელთა საყვარელ ხელმძღვანელს, ამხანაგო ლავრენტი! (ხელს აწერს 302 დიპლომანტი)
Record details
- Physical Description: გვ.1
Search for related items by subject
Subject: | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი > საქართველო განათლება |
Available copies
- 1 of 1 copy available at United Catalog.
Holds
- 0 current holds with 1 total copy.
Show Only Available Copies
Location | Call Number / Copy Notes | Barcode | Shelving Location | Status | Due Date |
---|---|---|---|---|---|
Grigol Tsereteli Reading Hall | Fგზ–423 | ბ.კ./1936/№3/გვ.1/უ.კ. | Stacks | Available | - |